ანა ბრნაბიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა ბრნაბიჩი
ანა ბრნაბიჩი
სერბეთის პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა29 ივნისი, 2017
პრეზიდენტი  ალექსანდრ ვუჩიჩი
წინამორბედიივიცა დაჩიჩი

სერბეთის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 აგვისტო, 2016 – 29 ივნისი, 2017
წინამორბედიკორი უდოვიჩკი
მემკვიდრებრანკო რუჟიჩი

დაბადებული28 სექტემბერი, 1975
ბელგრადი, ისფრ

ანა ბრნაბიჩი (სერბ. Ana Brnabić, Ана Брнабић; დ. 28 სექტემბერი, 1975, ბელგრადი, ისფრ) — სერბი პოლიტიკოსი, სერბეთის პრემიერ-მინისტრი 2017 წლის 29 ივნისიდან. 2016-2017 წლებში ალექსანდრ ვუჩიჩის მთავრობაში იყო სერბეთის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წელს დაასრულა ბელგრადის № 5 საშუალო სკოლა. უმაღლესი განათლება მიიღო საზღვარგარეთ. 1998 წლამდე სწავლობდა ბიზნესის მართვას აშშ-ში მიჩიგანის შტატში, ნორტვუდის უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი. მოგვიანებით სწავლობდა დიდი ბრიტანეთის ჰალის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.

2001 წელს დაბრუნდა სერბეთში, სადაც მუშაობა დაიწყო ევროკავშირის მიერ ინიციირებულ სერბეთის აგრარული განვითარების პროექტში. შემდეგ კი გადავიდა კონსალტინგის სფეროში. 2002-2011 წლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში მუშაობდა. 2011 წლიდან მუშაობს ამერიულ კომპანია Continental Wind Serbia-ში, ხოლო 2013 წლიდან ამ კომპანიის დირექტორია. 2006 წელს მონაწილეობდა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ეროვნული ალიანსის შექმნაში. 2013 წლიდან ამ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2016 წლიდან პრეზიდენტია.

2007 წელს ანა ბრნაბიჩი გახდა სერბეთის მთავრობის საკოორდინაციო ორგანოს დირექტორის მრჩეველი, მას ევალებოდა პრეშევოს, ბუიანოვაცის და მედვეჯის თემების საკითხებში კონსულტირება. ეს ის თემებია სადაც 1999-2001 წლებში მიმდინარეობდა ეთნიკურ ნიადაგზე დაფუძნებული ე. წ. პრეშევოს ხეობის კონფლიქტი[1]. 2016 წლის 11 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ვუჩიჩმა დანიშნა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრად.

2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომლის დროსაც მხარს უჭერდა ალექსანდრ ვუჩიჩს, მისგან მიიღო შეთავაზება სერბეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. 2017 წლის 15 ივნისს პრეზიდენტმა ვუჩიჩმა წარადგინა პრემიერის თანამდებობაზე[2], ხოლო 29 ივნისს პარლამენტმა დაამტკიცა 157-ი ხმით 55-ის წინააღმდეგ[3].

ანა ბრნაბიჩი არასოდეს ყოფილა რომელიმე პარტიის წევრი. თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს[1].

ანა ბრნაბიჩი გახდა პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი და ასევე პირველი გახსნილი ლესბოსელი პრემიერ-მინისტრი სერბეთის ისტორიაში[1][4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Александр Борисов. Премьером Сербии станет женщина // Российская газета : газета. — М., 2017. — 16 июня.
  2. „Вучич предложил на пост премьера Сербии кандидатуру прозападного политика“. РИА Новости (რუსული). 20170615T1914+0300Z. ციტირების თარიღი: 2017-06-15. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. სერბიაში ღიად ჰომოსექსუალი ქალი პირველად გახდა პრემიერ-მინისტრი
  4. Serbia to get first openly gay cabinet minister en. b92.net (August 8, 2016).