ანა ალენსონელი
| ანა ალენსონელი | |
|---|---|
| მონფერატოს მარკიზა | |
|
ანას პორტრეტი მაკრინო დ'ალბას მიერ | |
| წინამორბედი: | უილიამ IX |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 30 ოქტომბერი, 1492 |
| გარდ. თარიღი: |
18 ოქტომბერი, 1562 (69 წლის) მონფერატოს სასახლე, იტალია |
| მეუღლე: | უილიამ IX, მონფერატოს მარკიზი |
| შვილები: |
მარია მარგერიტა ბონიფაც IV მონფერატოელი |
| დინასტია: | ვალუა-ალენსონები |
| მამა: | რენე ალენსონელი |
| დედა: | მარგარეტ ლოთარინგელი |
ანა დ'ალენსონი (იტალ. Anna d'Alençon) (დ. 30 ოქტომბერი, 1492 — გ. 18 ოქტომბერი, 1562) — ლედი ლა გერში, ფრანგი დიდგვაროვანი და მონფერატოს მარკიზა, უილიამ IX, მონფერატოს მარკიზის ცოლი. მოქმედებდა როგორც მონფერატოს მარკიზატის რეგენტი მისი ვაჟისთვის, ბონიფაცისათვის, 1518 წლიდან ბონიფაცის სიკვდილამდე, 1530 წლამდე.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანა რენეს, ალენსონის ჰერცოგისა და მისი მეორე ცოლის, მარგარეტ ლოთარინგიელის[1] მესამე შვილი, დედის მხრიდან ვემონტის გრაფ ფრიდრიხისა და იოლანდა ანჟუელის შვილიშვილი იყო. მისი მამა მისი დაბადებიდან ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1501 წელს დაინიშნა უილიამ IX, მონფერატოს მარკიზზე, პალეოლოგოსთა ოჯახიდან, და მასზე 1508 წლის 31 ოქტომბერს, საკუთარი მეთექვსმეტე დაბადების დღის მეორე დღეს, ბლუის წმინდა სოვეურის ეკლესიაში დაქორწინდა.[1] მათ შეეძინათ სამი შვილი: მარია (დ. 1509–დ. 1530), მარგერიტა, (დ. 1510–გ. 1566),[2] და ბონიფაცი (დ. 1512–გ. 1530), უილიამის მემკვიდრე, რომელიც ბონიფაც IV მონფერატოელი გახდა.
1517 წელს მისი უფროსი ქალიშვილი, მარია, ფედერიკო II გონძაგაზე, იზაბელა დ'ესტეს ვაჟზე დაინიშნა, რომელიც მოგვიანებით მანტუას მარკიზი და ჰერცოგი გახდა. მიუხედავად ამისა, საქორწინო გეგმები ჩაიშალა, რადგან ფედერიკომ მარია თავისი საყვარლის, იზაბელა ბოსჩეტის, კალვიზანოს გრაფის მეუღლის მოწამვლის მცდელობაში დაადანაშაულა.
რეგენტობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1518 წელს, უილიამის გარდაცვალების შემდეგ, პატარა ბონიფაცმა მემკვიდრეობით მარკიზატი მიიღო; თუმცა, 1530 წლის ბონიფაცის უეცარ სიკვდილამდე ამ როლს ანა რეგენტის სახით ასრულებდა. მას შემდეგ, რაც ვაჟის გარდაცვალებამ მის სიძეს, ჯონ ჯორჯს, ლუჩედიოს საპატიო აბატსა და კაზალეს ეპისკოპოსს მარკიზატის გზა გაუხსნა, ანა მონფერატოს შიდა პოლიტიკურ პროცესებს მაინც არ ჩამოშორებია და ბოლომდე მნიშვნელოვან ფიგურად დარჩა.
მოგვიანებითი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბონიფაცის სიკვდილმა ფედერიკო II გონძაგას მარიაზე დაქორწინების ინტერესები გამოუღვიძა. ამ უკანასკნელის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, 1530 წლის სექტემბერში, მისი ყურადღება მეორე ქალიშვილზე, მარგერიტაზე გადავიდა. მარგერიტას ხელის თხოვნის სხვადასხვა წინადადებების აწონ-დაწონის შემდეგ, ანამ კავშირი გონძაგას სახლთან არჩია და ქალიშვილი 1531 წლის ოქტომბერში გაათხოვა.[3]
1533 წელს მარკიზი ჯონ ჯორჯი გარდაიცვალა და ერთი არალეგიტიმური ვაჟი დატოვა, თუმცა ის გვარის გამგრძელებლად ვერ ჩაითვლებოდა. ამას მოჰყვა დავა მარკიზატის მემკვიდრეობის შესახებ, რომლის პრეტენდენტებიც გონძაგა, მარკიზ სალუცო და სავოიის სახლი იყვნენ, რომელთაგან ყველამ შეძლო დამაჯერებელი პრეტენზიების წამოყენება. ამავდროულად, მონფერატო ფაქტობრივად ესპანეთის ბატონობის ქვეშ მოექცა. 1536 წელს კარლ V, საღვთო რომის იმპერატორმა, მმართველობა მარგარიტა პალეოლოგას და მის მეუღლეს, ფედერიკო II-ს, მანტუას ჰერცოგს მიანიჭა; თუმცა, ანა დე ფაქტო მმართველად დაბრუნდა. 1540 წელს ფედერიკო II მარმიროლოში გარდაიცვალა, და მისი შვიდი წლის ვაჟი ფრანჩესკო მონფერატოს მარკიზი და მანტუას ჰერცოგი გახდა. მარგერიტა პალეოლოგინა გონძაგა გახდა რეგენტი, თავის ძმასთან, კარდინალ ერკოლე გონძაგასთან ერთად.
საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან განშორების შემდეგ ანა დ'ალენსონი სიენის დომინიკელი დების კატერინას მონასტერში შევიდა, რომელიც მის სასახლეს ებმოდა. ის 1562 წლის 18 ოქტომბერს, სამოცდაათი წლის შესრულებამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა.
ალენსონის მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1525 წელს, პავიის ბრძოლის შემდეგ, ანას ძმა ჩარლზ IV, ალენსონის ჰერცოგი გარდაიცვალა და თავისი პირადი ქონება ანას და მის დას, ფრანსუაზ დ'ალენსონს დაუტოვა. ამ ნაანდერძევის მითვისებას წარმუატებლად ცდილობდა ჩარლზის ქვრივი მარგარიტა, საფრანგეთის მეფე ფრენსის I და. ანამ, თავის მხრივ, ეს ქონება იზაბელა გონძაგას, ფედერიკოსა და მარგარიტას უფროს ქალიშვილს გადასცა. იზაბელას მიერ მემკვიდრეობაზე უარის თქმის შემდეგ, მარგარიტამ ის მესამე ვაჟს, ლუიჯის უანდერძა, რომელიც მოგვიანებით ნავერის ჰერცოგი და გონძაგას სახლის გონძაგა-ნავარიის ტოტის დამაარსებელი გახდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Hickson, Sally Anne (2016). Women, Art and Architectural Patronage in Renaissance Mantua: Matrons, Mystics, and Monasteries. Routledge.
- Potter, David (1995). A History of France, 1460–1560: The Emergence of a Nation State. Macmillan.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Potter 1995, p. 375.
- ↑ Hickson 2016, p. 99.
- ↑ Hickson 2016, p. 101.