ანაფორა (სტილისტიკა)
იერსახე
ანაფორა (ბერძ. ἀναφορά) — ერთ-ერთი სტილისტიკური ხერხი. იგი გულისხმობს მსგავსი ბგერების, სიტყვების, სინტაქსური ან რიტმული ერთეულების განმეორებას მოსაზღვრე ტაეპების ან სტროფების დასაწყისში. ანაფორა, როგორც განმეორების ერთ-ერთი სახე, ხელს უწყობს ინტონაციის გაძლიერებას, რისი წყალობითაც მხატვრული ფრაზის ესა თუ ის ნაწილი უფრო მკვეთრად გამოიყოფა და იგი მეტ გამომსახველობას იძენს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“, გამომცემლობა „განათლება“, 1972.