ანატოლი ონოპრიენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანატოლი ონოპრიენკო
Анатолій Онопрієнко
Anatoly Onoprienko.jpg
ნამდვილი სახელი Анатолій Юрійович Онопрієнко
ანატოლი იურის ძე ონოპრიენკო
დაბ. თარიღი 25 ივლისი 1959
დაბ. ადგილი ლასკი, უკრაინის სსრ
გარდაცვალების თარიღი 27 აგვისტო 2013
გარდაცვალების ადგილი ჟიტომირი, უკრაინა
გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა
ეროვნება უკრაინელი
მოქალაქეობა უკრაინა
მოტივი უცნობია

ანატოლი იურის ძე ონოპრიენკო (უკრ. Анатолій Юрійович Онопрієнко; დ. 25 ივლისი, 1959 — გ. 27 აგვისტო, 2013) — უკრაინელი სერიული მკვლელი. ფსევდონიმები: „უკრაინელი მხეცი“, „ტერმინატორი“ და „მოქალაქე ო“. 1989-1996 წლებში მოკლა 52 ადამიანი.[1][2] 1989 წლის 14 ივნისიდან 16 აგვისტომდე იმსხვერპლა 9, ხოლო 1995 წლის 5 ოქტომბრიდან 1996 წლის 22 მარტამდე 43 ადამიანი. მოქმედების ზუსტი მოტივი უცნობია.

ანატოლი ონოპრიენკო დაიბადა 1959 წლის 25 ივლისს ჟიტომირის ოლქში. ჰყავს 13 წლით უფროსი ალალი ძმა. ონოპრიენკოს ბაბუა მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში და მამაცობისათვის ჯილდოებიც ჰქონდა მინიჭებული, თუმცა მოგვიანებით იგი გაასამართლეს. 3 წლის ასაკში ანატოლის დედა მოუკვდა. ონოპრიენკო აღზარდეს ბებიამ და ბაბუამ, აგრეთვე ნაწილობრივ დეიდამ. შემდეგ იგი ერთ-ერთ სოფელში ბავშვთა სახლში მიაბარეს, რის შემდეგ ჩააბარა ტექნიკუმში, საიდანაც გარკვეულ ხანში გარიცხეს. ჯარში მსახურობის შემდეგ ონოპრიენკომ სწავლა დაიწყო საზღვაო სასწავლებელში. მსახურობდა ფლოტში, უმთავრესად თავის თავს კონტრაბანდით არჩენდა. 1987 წელს იგი სამუშაოდან გაათავისუფლეს, რის შემდეგ მუშაობა დაიწყო როგორც მეხანძრემ. გარკვეულ დროში სამსახურში დაინიშნა განყოფილების მეთაურად. შემდეგ შევიდა კომპარტიაში.

ანატოლი ონოპრიენკო ადამიანებს სანადირო თოფით კლავდა. პირველი სერიული მკვლელობა სერგეი როგოზინთან ერთად ჩაიდინა 1989 წლის ზაფხულში. თუმცა ონოპრიენკო საკუთარი ხელით კლავდა. ჩადენილი დანაშაულის შემდეგ პოლიციამ იგი თითქმის დააკავა, მაგრამ ონოპრიენკომ გაქცევა ევროპაში მოახერხა, სადაც პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. რამდენიმე წლის შემდეგ ონოპრიეკო დაადეპორტეს ევროპიდან თავის სამშობლოში. ონოპრიენკო ფიქრობდა, რომ მას უკრაინაში პოლიცია ეძებს, ამიტომ აეროპორტში ყოფნისას გარკვეული ხანი ცალი ფეხით იდგა (ყურადღების მისაპყრობად), რის გამოც იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემდეგ ონოპრენკომ გაიგო, რომ მის მიერ ჩადენილი მკვლელობები ჯერ კიდევ გაუხსნელი იყო. ყოველგვარი სირთულეების გარეშე რამდენიმე ხნის შემდეგ, თავს აღწევს ფსიქიატრიულ საავადმყოფოს. შესაბამისად იწყებს ახალ სერიულ მკვლელობებს.

1995-1996 წლებში ონოპრიენკო მარტო მოქმედებდა. იწყება მისი სერიული მკვლელობების მეორე ეტაპი. მისი მსხვერპლი ხდებოდა წყვილი, მთელი ოჯახი, ადამიანთა კომპანია, თითო-თითო ადამიანი. ერთ-ერთ ეპიზოდში ორი დღის განმავლობაში მოკლა 8 ადამიანი. კლავდა თოფით. აღსანიშნავია, რომ ონოპრიენკო დანაშაულის ადგილებს ისე ირჩევდა, რომ უკრაინის რუკაზე ამ მკვლელობების სერია ჯვარს ემსგავსებოდა.

1996 წლის მარტში სერიულ მკვლელობებში ეჭვმიტანილი გახდა 26 წლის იური მოზოლა. სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დაკავებულის დაკითხვა და წამება. მოზოლა დანაშაულს უარყოფდა, მალე იგი წამებაში გარდაიცვალა. 17 დღის შემდეგ დაიჭირეს ანატოლი ონოპრიენკო. მას ოფიციალურად 52 ადამიანის, მათ შორის 11 არასრულწლოვანის, მკვლელობა დაუმტკიცდა, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მსხვერპლთა რაოდენობა გაცილებით მეტია. ანატოლი ონოპრიენკოს დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ 1999 წელს უკრაინაში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი იყო გამოცხადებული, 2000 წელს კი სასჯელის უმაღლესი ზომა სამუდამო პატიმრობით შეიცვალა.

სერიული მკვლელი 2013 წლის 27 აგვისტოს, ჟიტომირის მერვე საპყრობილეში, სამარტოო საკანში გატარებული 17 წლის შემდეგ, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Accused Ukrainian serial killer makes surprise request at trial“, CNN, 1998-11-30. წაკითხვის თარიღი: 2008-09-10. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2008-05-19. 
  2. Commarasamy, James. “The lives changed by Onoprienko“, BBC News, 1998-11-23. წაკითხვის თარიღი: 2008-09-10. 
  3. საბჭოთა კავშირის ყველაზე შეუბრალებელი მანიაკები: ანატოლი ონოპრიენკო“, Alia.ge, 02.09.2013. წაკითხვის თარიღი: 24.11.2013.