ანატოლი კამკამიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანატოლი მიხეილის ძე კამკამიძე (დ. 7 ივნისი, 1936, სოფ. ღარიხევი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, — გ. 23 ივნისი, 1999, ლვივი, უკრაინა) — საბჭოთა, რუსეთის და საქართველოს სამხედრო მოღვაწე, გენერალ-პოლკოვნიკი (1992).

დაამთავრა ოდესის კ. ვოროშილოვის სახელობის სამხედრო სასწავლებელი (1957). მსახურობდა საბჭოთა ჯარების დაჯგუფებაში გერმანიის დემოკრატიულ ­რესპუბლიკაში. 1970 წელს დაამთავრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია (მოსკოვი) და დაინიშნა მოტო­მსროლელი პოლკის (1972), შემდეგ კი — მოტომსროლელი დივიზიის მეთაურად (1974). 1976 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის, 1984 წელს — გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1981-1991 წლებში იყო კარპატისპირეთის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მო­ად­გი­ლე. 1992 წელს საქართველოს მთავრობის მიწვევით დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა თავდაცვის მინისტრის პირველ მო­ად­გი­ლედ. 1992-1993 წლებში სა­ქარ­თვე­ლოს შეიარაღებული ძალების სარდალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]