ანატოლი გრიცენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანატოლი გრიცენკო
დაბადების თარიღი 30 მაისი, 1936(1936-05-30)
დაბადების ადგილი შალაევკა, სსრკ, საბჭოთა რუსეთი
გარდაცვალების თარიღი 2007
გარდაცვალების ადგილი დონის როსტოვი
საქმიანობა პოეტი, მწერალი, საბავშვო მწერალი და ჟურნალისტი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
ალმა-მატერი მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი

ანატოლი გრიცენკო (რუს. Анато́лий Ива́нович Грице́нко; დ. 30 მაისი, 1936, შალაევკა, რსფსრ, სსრკ — გ. 2007, დონის როსტოვი, რუსეთი) — საბჭოთა და რუსი პოეტი. სსრკ-ის მწერალთა კავშირის წევრი (1973).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1936 წლის 30 მაისს ჩრდილოეთ კავკასიის მხარის სოფელ შალავეკაში[1], მასწავლებლის ოჯახში. შემდეგ მამამ ოჯახი საცხოვრებლად კრასნოდარის მხარეში, სოფელ პერვომაისკში გადაიყვანა. იქ მომავალმა პოეტმა შვიდი კლასი დაამთავრა. შემდეგ ჩააბარა როსტოვის სახელობო სასწავლებელში, რომელიც 1954 წელს დაამთავრა. შემდეგ მუშაობა დაიწყო ვოლგა-დონის სამდინარო სანაოსნოში თბომავლის მესჭედ.

იქვე დაიწყო თავისი პირველი ლექსების წერა, რომელიც 1955 წელს მრავალტირაჟიანმა გამომცემლობა „ვოლგო-დონმა“ დაბეჭდა.

მრავალი წლის განმავლობაში იყო ჟურნალ დონის პოეზიის განყოფილების ხელმძღვანელი [2], ხოლო 1966 წლიდან გაზეთ კრესტიანის ლიტერატურული რედაქტორი.

ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დონის როსტოვში. გარდაიცვალა 2007 წელს[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Культура Дона в лицах. — 71 გვ.
  2. Сокольский Э., А я Сорокина ценю // Литературная Россия, 4 марта 2005, № 9.
  3. Незабытые имена // Донской писатель, 2011, № 5, დაარქივებულია ორიგინალიდან (5 ნოემბერი, 2014)