ანატოლი ბალაბუევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანატოლი ბალაბუევი
დაბ. თარიღი 3 ივლისი 1889(1889-07-03)
დაბ. ადგილი მანგლისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 19 ივნისი 1980(1980-06-19) (90 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ალმა-მატერი კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი

ანატოლი გიორგის ძე ბალაბუევი (დ. 3 ივლისი [ ძვ. სტ. 21 ივნისი], 1889, სოფ. მანგლისი, თბილისის მაზრა, ახლანდელი დაბა მანგლისი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი — გ. 19 ივნისი, 1980, თბილისი) — წარმოშობით რუსი ქართველი გეოფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1933), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1915-1916 მუშაობდა თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე. 1916-1918 იყო სამხედრო სამსახურში, შემდეგ პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სხვადასხვა სასწავლებელსა და სამეცნიერო დაწესებულებებში. 1938-იდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში, სადაც ხელმძღვანელობდა გამოკვლევებს ატმოსფერული ფიზიკის დარგში. ბალაბუევის სამეცნიერო შრომები ძირითადად ეხება ატმოსფერული ფიზიკისა და კლიმატოლოგიას. დაამუშავა ამიერკავკასიის ჰავის გენეზისის საკითხები. ამიერკავკასიის სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული აქვს მნიშვნელოვანი გამოკვლევები ცალკეულ მეტეოროლოგიური მოვლენათა შესახებ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]