ანასტას ჩაკალიდი
იერსახე
| ანასტას ჩაკალიდი | |
|---|---|
|
| |
| ბიოგრაფია | |
| დაბ. თარიღი | 16 აპრილი, 1909 |
| დაბ. ადგილი | სოხუმი |
| გარდ. თარიღი | 25 მაისი, 1982 (73 წლის) |
| გარდ. ადგილი | თბილისი |
| ჟანრ(ებ)ი | საოპერო |
ანასტას ჩაკალიდი (დ. 16 აპრილი, 1909, სოხუმი — გ. 25 მაისი, 1982, თბილისი) — საბჭოთა მომღერალი (ლირიკული ტენორი). საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1967).
1940 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (ნ. სპერანსკის კლასი); 1940 წლიდან იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი. შესრულებული აქვს 27 საოპერო პარტია ქართველ, რუს და ევროპელ კომპოზიტორთა ოპერებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია: მალხაზი (ფალიაშვილის „დაისი“), ლენსკი (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), ფაუსტი (გუნოს „ფაუსტი“), რუდოლფი (პუჩინის „ბოჰემა“). 1961 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის მეორე სამუსიკო სასწავლებელში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაკულია ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 75.