ანასტასიევკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანასტასიევკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
ანასტასიევკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია — რუსეთი
ანასტასიევკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ანასტასიევკა
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1823-1824
გარე სურათები
ანასტასიევკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია

ანასტასიევკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (რუს. Церковь Покрова Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მატვეევო-კურგანის რაიონის სოფელ ანასტასიევკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 1824 წელს.

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, მატვეევო-კურგანის რაიონი, სოფელი ანასტასიევკა, ოქტომბრის ქუჩა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1818 წლიდან სოფელ ანასტასიევკაში არსებობდა ხის სამლოცველო სახლი, რომელიც ნაკურთხი იყო ღვთისმშობლის კვართის სახელზე.

1823 წელს, 1812 წლის საფრანგეთ-რუსეთის ომის მონაწილე გენერალ-ლეიტენანტ ადრიან დენისოვის ფინანსებით და მის მიერ გადაცემულ მიწის ნაკვეთზე დაიწყო ქვის ეკლესიის მშენებლობა, რომელსაც ჰქონდა სამრეკლო და ქვის მესერი. ეკლესია კვლავ ღვთისმშობლის კვართის სახელზე იყო აგებული. მისი მშენებლობა დასრულდა 1824 წელს.

1937 წელს ეკლესიის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია ჩამოართვეს მრევლს და გადასცეს სახელმწიფოს. დიდი ხნის განმავლობაში მსახურება არ მიმდინარეობდა. ეკლესიის შენობა გამოიყენებოდა ჯერ კლუბად, შემდეგ კი სპორტულ დარბაზად[1].

1999 წელს ეკლესია გაარემონტეს და აღადგინეს. ამავე დროიდან ეკლესიაში რეგულარულად მიმდინარეობდა ღვთისმსახურება. 2009 წელს ეკლესიისათვის შეიძინეს საეკლესიო ჭურჭელი და ხატები. ეკლესიას დაუყენეს მეტალოპლასტმასის ფანჯრები.

2014 წელს ეკლესიის დიდი ნაწილი გაარემონტა კოლმეურნეობა „სამშობლომ“. ეკლესიას აქვს ლურჯად შეღებილი გუმბათი, აგურის კარიბჭე მეტალის კარით.

2015 წლის 1 ნოემბერს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მიტროპოლიტმა მერკურმა აკურთხა აღდგენილი ეკლესია და აღავლინა საღვთო ლიტურგია. მიტროპოლიტმა ეკლესიას საჩუქრად გადასცა დონის ღვთისმშობლის ხატი.

ეკლესიის წინამძღვარია სერგეი მიტასოვი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]