ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანი-ჯავახიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანასტასია ნიკოლოზის ასული ჯამბაკურ-ორბელიანი-ჯავახიშვილი (დ. 24 აპრილი, 1884, თბილისი — გ. 7 ნოემბერი, 1969, თბილისი) — ივანე ჯავახიშვილის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელი, პარალელურად სამუსიკო სასწავლებელი ვიოლინოს სპეციალობით. 1906 წელს თავისი ბედი დაუკავშირა ივანე ჯავახიშვილს. შეეძინათ სამი შვილი: ნათელა, კახა და ალექსანდრე (ლალი).

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, მისი მეუღლის გვერდით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 423, თბ., 1994