შინაარსზე გადასვლა

ანასტასია მეტელკინა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Ninikelaaa 55.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: 2026-02-3.


მიმდინარეობს სტატიის აქტიური დამუშავება.


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}

ანასტასია ნიკოლაევნა მეტელკინა (რუსულად: Анастасия Николаевна Метёлкина; დ.10 მარტი, 2005, ვლადიმირი, რუსეთი) — რუსი მოციგურავე, რომელიც საქართველოს სახელით ასპარეზობს. თავის ამჟამინდელ პარტნიორთან, ლუკა ბერულავასთან ერთად, იგი ევროპის ჩემპიონატის სამგზის მედალოსანი, 2024–25 წლების გრან-პრის ფინალის ბრინჯაოს პრიზიორი და გრან-პრის სერიის სამგზის მედალოსანია.ახალგზარდულ *( junior)

მანამდე მეტელკინა დანიილ პარკმანთან ერთად ასპარეზობდა, რომელთანაც მოიპოვა ბრინჯაოს მედალი 2022 წლის ესპოს გრან-პრიზე და ვერცხლის მედალი 2021 წლის ზაგრების „ოქროს ტრიალი“ (Golden Spin of Zagreb).მეტელკინა და პარკმანი იყო საქართველოს პირველი წარმომადგენელი წყვილი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა 2021 [1] წელს.

მეტელკინა დაიბადა 2005 წლის 10 მარტს,ვლადიმირში,რუსეთში.[2] ის ვარჯიშობს პერმში, რუსეთი. პარტნიორ ლუკა ბერულავასთან ერთად.[3]

მეტელკინამ დაიწყო ფიგურული სრიალი 2009 [2] წელს.პირველი პარტნიორები იყვნენ დანიილ შვესტოვი და ილია კრასინკოვი,რომლებთან ერთდაც ის წარმოადგენდა რუსეთს.[4]

მეწყვილეებთან მუშაობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020-21 სეზონი

2020 წლის დეკემბერში მეტელკინამ გამოაცხადა,რომ ის მეწყვილეა რუსი მოციგურავის დანიილ პარკმანის,რომელთან ერთადაც ის წარმოადგენდა რუსეთს. 2021 წლის თებერვალში გამოცხადდა,რომ წყვილმა მინიმალური ტექნიკური ქულები მოიპოვა,რომ ეასპარეზათ 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც გაიმართა სტოკჰოლმში შვედეთში.[5][6]

ჩემპიონატებზე ისინი როგორც წყვილი ისე გამოდიოდნენ, მეტელკინა/პარკმანი,მათ მოკლე პროგრამაში მეთოთხმეტე და თავისუფალ სრიალში მეთექვსმეტე ადგილი დაიკავეს. საერთო ჯამში მეთექვსმეტე ადგილით დაასრულეს ჩემპიონატი. ისინი იყვნენ პირველი წყვილი მსოფლიო ჩემპიონატზე,[1][6] რომელმაც საქართველო წარმოადგინა.

2021-22 სეზონი

მეტელკინა/პარკმანმა სეზონი ვერცხლის მედლით დაიწყეს 2021 წლის ბუდაპეშტის თასზე,რის შემდეგაც 2021 წლის ვარშავის თასზე მეხუთე ადგილი დაიკავეს.2021 ზაგრების ოქროს ტრიალზე წყვილმა კვლავ ვერცხლის მედალი [2] მოიპოვა.

მიუხედავად იმისა,რომ მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე,ასევე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსასვლელად,საბოლოოდ ორივე შეჯიბრიდან მოიხსნენ და მათი ადგილი საფინა/ბერულავა [7][8] დაიკავეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]