ანასტასია ზავოროტნიუკი
ანასტასია ზავოროტნიუკი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
3 აპრილი, 1971 ასტრახანი, რსფსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
29 მაისი, 2024 (53 წლის) მოსკოვი, რუსეთი |
ეროვნება | რუსი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
საქმიანობა | მსახიობი |
ჯილდოები | რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი (2006) |
ანასტასია იურის ასული ზავოროტნიუკი (რუს. Анастаси́я Ю́рьевна Заворотню́к; დ. 3 აპრილი, 1971, ასტრახანი, რსფსრ, სსრკ — გ. 29 მაისი, 2024, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი, ტელეწამყვანი. რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი (2006).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანასტასია ზავოროტნიუკი (მისი პასპორტის მიხედვით 1999 წლიდან 2009 წლამდე ატარებდა ქმრის, სტრიუკოვის გვარს)[1] [2] დაიბადა 1971 წლის 3 აპრილს ასტრახანში. დედა - რუსეთის სახალხო არტისტი ვალენტინა ზავოროტნიუკი (დ. 1943), მუშაობდა ასტრახანის ახალგაზრდულ თეატრში. მამა - იური ზავოროტნიუკი (1945-2014)[3], ტელერეჟისორი, რუსეთის ტელევიზიის აკადემიის წევრი. უფროსი ძმა, სვიატოსლავი მუშაობდა ასტრახანში რედაქტორად და გარდაიცვალა პერიტონიტით 52 წლის ასაკში.[4] [5]
ადრეული ბავშვობიდან ანასტასიამ გადაწყვიტა თეატრში თამაში და დაჟინებით ისწრაფოდა თავისი ოცნებისკენ: თავისუფალ დროს სწავლობდა მუსიკას და ცეკვას, მონაწილეობდა ცეკვის ანსამბლში „ლოტოსი“.
დაამთავრა ასტრახანის N 1 საბავშვო მუსიკალური სკოლა.[6]
1988-1989 წლებში სწავლობდა ასტრახანის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის განყოფილებაზე, მაგრამ მიატოვა იგი და ჩაირიცხა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სკოლაში (ავანგარდ ლეონტიევის კურსი).
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წელს გამოვიდა პირველი ფილმი მისი მონაწილეობით — ტამარა პავლიუჩენკოს „მაშენკა“ (ვლადიმერ ნაბოკოვის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით).
1993 წელს ანასტასიამ დაამთავრა რა МХАТ-ის სკოლა-სტუდია, გახდა ოლეგ ტაბაკოვის თეატრ-სტუდიის მსახიობი და იქ გატარებული 10 წლის განმავლობაში 29 სპექტაკლში ითამაშა.
იმავე 1993 წელს, თეატრში მუშაობის გარდა, ზავოროტნიუკმა გაახმოვანა პერსონაჟი კრისტოფერ რობინი ანიმაციური სერიალიდან „ვინი პუხის ახალი თავგადასავალი“ და ასევე შეასრულა მღვდლის ქალიშვილის როლი ვლადიმერ ლიუბომუდროვის დრამაში „მემკვიდრე“, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ფილმი მხოლოდ 2002 წელს გამოვიდა და პრაქტიკულად შეუმჩნეველი დარჩა.
ფართო პოპულარობა მსახიობმა სერიალ „ჩემი მშვენიერი ძიძა“-ს წყალობით მოიპოვა, რომელშიც ის შემთხვევით მოხვდა: მას უბრალოდ დაუძახეს და შესთავაზეს როლი სერიალში, რომლის შესახებაც წარმოდგენაც არ ჰქონდა. სახასიათო უკრაინული აქცენტი ნასესხები იყო მისი თეატრალური კოლეგის - ოლგა ბლოკ-მირიმსკაიასგან.
2007 წელს რეჟისორმა გიორგი იუნგვალდ-ხილკევიჩმა დაამტკიცა ანასტასია ზავოროტნიუკი დ'არტანიანის ქალიშვილის, ჟაკლინის როლზე მის ფილმში „მუშკეტერების დაბრუნება, ან კარდინალ მაზარინის საგანძური“, მაგრამ მსახიობმა უარი თქვა პროექტზე, რათა არ გაენაწყენებინა ელიზავეტა ბოიარსკაია, რომელსაც თითქოსდა თავიდან სთავაზობდნენ ამ როლს.[7]

2005 წელს ანასტასიამ შეცვალა თინა კანდელაკი გადაცემა „კარგი სიმღერების“ წამყვანად СТС არხზე. ის უძღვებოდა გადაცემებს: „სამზარეულო დამწყებთათვის“, „ცეკვავენ ვარსკვლავები“, „ცეკვები ყინულზე“. იყო „გამყინვარების პერიოდი“-ს წამყვანი პირველ არხზე მარატ ბაშაროვთან (2008), ირინა სლუცკაიასთან (2009) და პეტრე ჩერნიშევთან (2014) ერთად. იგი ასევე იყო დიმიტრი დიბროვის თანაწამყვანი სატელევიზიო შოუში „საქორწინო თამაშები“ (პირველი არხი, 2010), და მარატ ბაშაროვის თანაწამყვანი სატელევიზიო შოუში „ყინული და ცეცხლი“ (პირველი არხი, 2010). ანასტასია არაერთხელ იყო მიწვეული ჟიურის წევრის სტატუსით ტელეკომპანია Украина-ს სატელევიზიო შოუში „სახალხო ვარსკვლავი“, რუსეთის TV-3-ის ჯადოსნურ შოუში „გამაოცე“-ს მესამე სეზონში, ასევე თეატრალურ პრემია „ოქროს ფოთოლში“. მან მონაწილეობა მიიღო პროექტ „ორი ვარსკვლავის“ პირველ სეზონში მიხეილ ბოიარსკისთან ერთად, გავიდა ფინალში, სადაც დაიკავა მე-2 ადგილი.

2012 წლის 30 სექტემბერს ანასტასია ზავოროტნიუკმა პირველ არხზე კომედიური თოქ-შოუ „ნასტია“ დაიწყო.[8] 2012 წლის 18 დეკემბერს არხმა დაბალი რეიტინგის გამო გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.[9]
2013-2014 წლებში იყო შოუს „ორი ვარსკვლავის“ წამყვანი.
2016 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე, მეუღლესთან, პეტრე ჩერნიშევთან ერთად, მიჰყავდა დილის სატელევიზიო პროექტი „ახალი დილა“ НТВ არხზე. ამავე არხზე 2016 წლის 31 დეკემბერს მან უმასპინძლა საახალწლო შოუს დიმიტრი კოლჩინთან ერთად „ყველა ვარსკვლავი ახალ წელს“, 2016 წლის 31 დეკემბერს კი გადაცემა „საახალწლო მილიარდის“ ერთ-ერთი წამყვანი იყო.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზავოროტნიუკი შედიოდა მოძრაობა „პუტინის გუნდში“, რომელიც მხარს უჭერდა ვლადიმერ პუტინს.[10]
ავადმყოფობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2019 წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან მან შეწყვიტა მონაწილეობა თეატრალურ სპექტაკლებში.[11] 2019 წლის 15 ოქტომბერს მსახიობის ახლო წრემ გამოაცხადა, რომ ზავოროტნიუკი მკურნალობის კურსს გადიოდა.[12]
2020 წლის 14 მაისს ცნობილი გახდა, რომ ანასტასიას დაუდგინდა ტვინის სიმსივნის აგრესიული ფორმა - გლიობლასტომა. ამის შესახებ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვ. ა. ენგელგარდტის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრე მაკაროვმა ისაუბრა გენეტიკური ტექნოლოგიების განვითარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს.[13] [14] [15] [16]
გარდაცვალება და დაკრძალვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზავოროტნიუკი გარდაიცვალა 2024 წლის 29 მაისს მოსკოვის ჰოსპისში 54 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.[17] გამომშვიდობება 1 ივნისს, პოკროვსკის მონასტერში შედგა. იგი დაკრძალეს ტროეკუროვის სასაფლაოზე, ხელოვნების მუშაკთა ხეივანში, რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტის ნინა რუსლანოვასა და სსრკ სახალხო არტისტის ნიკოლაი სლიჩენკოს[18] საფლავების გვერდით.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანასტასია ზავოროტნიუკი ოჯახთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა 2 მილიონ დოლარად ღირებულ სახლში, 900 მ² ფართობით ელიტარულ სააგარაკე სოფელ კრეკშინოში.[19]
ქორწინება მის პირველ ქმართან, რუს ბიზნესმენთან და გერმანული წარმოშობის ყოფილ სამხედრო მფრინავ ოლაფ შვარცკოფთან (დ. 1959), რომელიც მსახიობზე 12 წლით უფროსი იყო, [20] დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა (ისინი შეხვდნენ 1993 წლის 29 ნოემბერს ტაბაკერკაზე ევგენი მირონოვის დაბადების დღეზე). [20]
მოსკოვში ავტოსალონის მფლობელ ბიზნესმენ დიმიტრი სტრიუკოვთან მეორე ქორწინებაში მას ორი შვილი ჰყავდა: ანა (დ. 1996) [21] და მაიკლი (დ. 2000), რომელიც ამერიკაში დაიბადა.[22] ამ ქორწინების პერიოდში ზავოროტნიუკი სამი წელი ორ ქვეყანაში (რუსეთი და აშშ) ცხოვრობდა, დაკავებული იყო უძრავი ქონების ბიზნესით შეერთებულ შტატებში: ლოს-ანჯელესსა და ჩიკაგოში. [23]
2006 წლიდან 2008 წლის გაზაფხულამდე ანასტასია ხვდებოდა მსახიობ სერგეი ჟიგუნოვს (დ. 1963).[24] [25]
2008 წლის 22 სექტემბერს ზავოროტნიუკი ცოლად მოიყვანა მოციგურავე პეტრე ჩერნიშევმა (დ. 1971),[26] რომელთანაც ცხოვრობდა გარდაცვალებამდე. 2018 წლის ოქტომბერში წყვილს შეეძინა ქალიშვილი, მილა ჩერნიშევა.[27]
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2006 : რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი (ხელოვნების სფეროში მოღვაწეობისთვის)[28]
- „ოქროს ოსტაპი“ (ნომინაცია ქალის საუკეთესო კომედიური როლისთვის, 2005) - ძიძა ვიქტორია პრუტკოვსკაიას როლისთვის კომედიურ სატელევიზიო სერიალში „ჩემი მშვენიერი ძიძა“
- წლის საფარის ჯილდო (წლის აღმოჩენა ნომინაცია, 2005)
- პრემია „Top X Sexy“ (ნომინაცია: ყველაზე სექსუალური მსახიობი ქალი, 2005)
- სატელევიზიო პრემია „ТЭФИ“ (კატეგორია: სახეები, ნომინაცია: ქალი შემსრულებელი სატელევიზიო ფილმში/სერიალში, 2005) - ძიძა ვიქტორია პრუტკოვსკაიას როლისთვის კომედიურ სატელევიზიო სერიალში „ჩემი მშვენიერი ძიძა“
- ჟურნალ Glamour-ის პრემია (წლის სატელევიზიო მსახიობი ქალის ნომინაციაში, 2005) (რუსეთი)
- ოქროს შვიდეულის ჯილდო (ნომინაცია: ქალი მსახიობი — სექს-სიმბოლო, 2005)
- პრემია „ტელეკვირა“ (ნომინაცია წლის საუკეთესო სატელევიზიო მსახიობი ქალი, 2006)
- პრემია „ოქროს შვიდეული“ (საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაცია, 2007)
- რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის პრემია (ნომინაცია „მსახიობის ნამუშევარი“, 2007) - უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცრის როლისთვის მხატვრულ ფილმში „აპოკალიფსის კოდი“
- პრემია „ოქროს შვიდეული“ (საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაცია, 2008)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანასტასია ზავოროტნიუკი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- Петр Чернышев вышел на лед с дочерью в память об Анастасии Заворотнюк
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Анастасия Заворотнюк. Вокруг ТВ. ციტირების თარიღი: 2013-11-07.
- ↑ Анастасия Заворотнюк: «Петя все терпел». Издательство Семь Дней. ციტირების თარიღი: 2009-09-28.
- ↑ У Анастасии Заворотнюк умер отец.. TCH.ua
- ↑ Отец и брат Заворотнюк умерли один за другим. ციტირების თარიღი: 2019-09-17.
- ↑ Скоропостижно скончался брат Анастасии Заворотнюк., Телеканал «Астрахань 24», 8 апреля 2020
- ↑ {{{სათაური}}}
- ↑ Георгий Юнгвальд-Хилькевич: Мои мушкетеры еще ого-го!. «КП в Украине» (2007-06-11). ციტირების თარიღი: 2021-02-01
- ↑ Шоу «Настя» на первом канале - фиаско?! (2012-09-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-23. ციტირების თარიღი: 2012-10-02.
- ↑ Шоу «Настя» закрывается (2012-12-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-20. ციტირების თარიღი: 2013-06-20.
- ↑ Продвижением Putin Team занялся продюсер «Любэ» и «Иванушек International» Игорь Матвиенко. Meduza, 22.01.2018
- ↑ Анастасия Заворотнюк и ее семья просят прекратить спекуляции вокруг здоровья актрисы. ТАСС (2019-10-06). ციტირების თარიღი: 2019-10-07.
- ↑ В окружении Заворотнюк подтвердили, что актриса проходит курс лечения. ТАСС. ციტირების თარიღი: 2019-10-19.
- ↑ Стал известен настоящий диагноз Анастасии Заворотнюк. 7Дней.ру (2020-05-14). ციტირების თარიღი: 2020-05-14.
- ↑ Генетики подобрали вирусы для лечения рака у Анастасии Заворотнюк (2020-05-14). ციტირების თარიღი: 2020-05-14.
- ↑ Ученые рассказали о борьбе с опухолью Анастасии Заворотнюк. ТАСС (2020-05-14). ციტირების თარიღი: 2020-05-14.
- ↑ Совещание о развитии генетических технологий в России (2020-05-14). ციტირების თარიღი: 2020-05-14.
- ↑ Умерла актриса Анастасия Завортнюк (2024-05-30). ციტირების თარიღი: 2024-05-30.
- ↑ Анастасию Заворотнюк похоронили на Троекуровском кладбище (2024-06-01). ციტირების თარიღი: 2024-06-01.
- ↑ «Однажды…»: Молодые родители Анастасия Заворотнюк и Пётр Чернышёв. — НТВ, 6 апреля 2019 (видео, 11:30)
- ↑ 20.0 20.1 Олаф Шварцкопф. Театр одной актрисы., Май 2012
- ↑ Анна Заворотнюк. Вокруг ТВ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-26. ციტირების თარიღი: 2013-07-21.
- ↑ Скандал на дне рождения сына Заворотнюк! Настя не пустила к ребёнку его отца. Lady.RU. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-16. ციტირების თარიღი: 2013-08-15.
- ↑ Телеканал «Украина», передача «Добро пожаловать». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-03., выпуск от 07.04.2013
- ↑ Жигунов и Заворотнюк расстались. MIGnews.com (2008-05-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-26. ციტირების თარიღი: 2013-06-20.
- ↑ Заворотнюк и Жигунов отменили свадьбу. Utro.ua (2008-05-12). ციტირების თარიღი: 2013-06-20.
- ↑ Анастасия Заворотнюк вышла замуж. for-ua.com (2008-10-07). ციტირების თარიღი: 2013-06-20.
- ↑ У Анастасии Заворотнюк и Петра Чернышёва родилась дочь: первое фото ребёнка пары. ციტირების თარიღი: 2019-03-11.
- ↑ Указ Президента Российской Федерации от 27.03.2006 г. № 266 «О награждении государственными наградами Российской Федерации».