ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას ქუჩა
ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა |
![]() |
ქალაქი |
![]() |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
წინა სახელები | გრიგოლ არწრუნის ქუჩა, ტასო აბაშიძის ქუჩა, ანასტასია ხოშტარია-ერისთავის ქუჩა |
უბანი | ვარდისუბანი |
ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვარდისუბანი). დასაწყისი ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე გრიგოლ არწრუნის სახელი ერქვა (შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში), 1922-იდან — ტასო (ანასტასია) აბაშიძის, 30-იანი წლებიდან — ანასტასია ხოშტარია-ერისთავის. 50-იან წლებში ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას სახელი დაერქვა. აქვს ერთი ჩიხი (1903 წლის სიაში — ყარსის შესახვევი).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 67, ISBN 978-99928-20-35-3.