შინაარსზე გადასვლა

ანასტასია გუბანოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანასტასია გუბანოვა
გუბანოვა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
გუბანოვა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
პერსონალური მონაცემები
წარმოადგენს

საქართველოს დროშა საქართველო (2021 წლიდან) რუსეთის დროშა რუსეთი (2013-2020)

დაბადების თარიღი

2 დეკემბერი, 2002

დაბადების ადგილი

ტოლიატი,სამარის ოლქი, რუსეთი

სიმაღლე

158 სმ

მწვრთნელი

ევგენი რუკავიცინი

ჯილდოები

2023 წლის ევროპის ჩემპიონატი ესპოოში — ოქროს მედალი; 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი კაუნასში — ვერცხლის მედალი; 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი ტალინში — ვერცხლის მედალი.


ანასტასია ვიტალის ასული გუბანოვა (რუს. Анастасия Витальевна Губанова; დ. 2 დეკემბერი, 2002) — რუსი-ქართველი მოციგურავე, რომელიც საქართველოს სახელით ასპარეზობს ქალთა ინდივიდუალური ფიგურული სრიალის კატეგორიაში. [1] ის არის 2023 წლის ევროპის ჩემპიონი, 2024 წლის ევროპის ვერცხლის მედალოსანი , 2022 წლის MK John Wilson-ის დაჯილდოების ბრინჯაოს მედალოსანი და ორგზის ISU Challenger სერიის ოქროს მედალოსანი. რუსეთის სახელით ასპარეზობისას ის გახდა 2018 წლის ზაგრების CS Golden Spin-ის ვერცხლის მედალოსანი. ჯუნიორ დონეზე 2016 წლის ჯუნიორ გრან პრის ფინალის ვერცხლის მედალოსანია, ხოლო 2016 წლის ჩეხეთის რესპუბლიკის JGP-ისა და 2016 წლის გერმანიის JGP-ის ჩემპიონი. 2016 წლის ჯუნიორ გრან პრის ფინალში, გუბანოვა გახდა პირველი ჯუნიორი ქალი, რომელმაც თავისუფალი პროგრამის 130 ქულის ბარიერის რეკორდი მოხსნა. მისი რეკორდი კი რამდენიმე წუთში მოხსნა თანაგუნდელმა ალინა ზაგიტოვამ.

ანასტასია გუბანოვა დაიბადა 2002 წლის 2 დეკემბერს ტოლიატში, სამარის ოლქში, რუსეთში. გარდა ფიგურული სრიალისა, ბავშვობაში გუბანოვა დაკავებული იყო როგორც რითმული, ასევე მხატვრული ტანვარჯიშით. 15 წლამდე ის აგრეთვე შეისწავლიდა ბალეტს ვაგანოვას რუსული ბალეტის აკადემიაში. მან საქართველოს მოქალაქეობა მიიღო 2021 წელს.[2] 2023 წლის შემოდგომიდან ანასტასიას შეყვარებულმა - რომან გალაიმ დაიწყო რეგულარულად დასწრება მის საერთაშორისო შეჯიბრებზე, სადაც მისი მწვრთნელის ადგილს იკავებდა. 2023 წლის NHK დაჯილდოებაზე გალაიმ გუბანოვას ხელი სთხოვა. იქორწინეს 2024 წლის 26 ივლისს.[2][3] 2024 წელს ანასტასიამ ღიად ისაუბრა თავის წარსულ პრობლემებზე კვებით აშლილობასთან, რომელსაც ებრძოდა 14-დან 19 წლამდე. [2]

თავის ყველაზე დიდ კუმირებად ასახელებს კაროლინა კოსტნერსა და კაორი საკამოტოს.[2]

გუბანოვა ფიგურულ სრიალზე მშობლებმა 4 წლის ასაკში, 2006 წელს შეიყვანეს, რადგან ექიმმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო სპორტი ურჩიეს. რამდენიმე თვეში ოჯახი ტოლიატიდან სანქტ-პეტერბურგში გადავიდა იმის იმედით, რომ ანასტასია შეუერთდებოდა უფრო ძლიერ სასრიალო სკოლას. ანგელინა ტურენკო გახდა მისი მწვრთნელი 6 წლის ასაკში.[4][2]

საერთაშორისო შეჯიბრებში მონაწილეობა 2013 წლის ნოემბრიდან დაიწყო და ვარშავის თასიც მოიგო. შემდეგ წლებში მან მოიგო, Rooster თასი, Gardena Spring ჯილდო და NRW ჯილდო.

2016-17 სეზონი: ჯუნიორ საერთაშორისო დებიუტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუბანოვას ჯუნიორ საერთაშორისო დებიუტი შედგა 2016–17 ISU ჯუნიორ გრან პრიზე (JGP) ოსტრავაში, ჩეხეთში; მოკლე პროგრამაში მეორე ადგილის დაკავების და თავისუფალ პროგრამაში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, მან მოიგო ოქროს მედალი 0.08 ქულის სხვაობით ვერცხლის მედალოსან რიკა კიჰირასთან. დრეზდენის ჯუნიორ გრან პრიზე გერმანიაში ორივე სეგმენტში პირველი ადგილი აიღო, რითაც ახალი მსოფლიო რეკორდი მოხსნა და მოიგო ოქრო ვერცხლის მედალოსან იუნა შირაივასთან 17.91 ქულის სხვაობით. ის ჯუნიორ გრან პრის ფინალიც გადავიდა, რომელიც მარსელში, საფრანგეთში ჩატარდა. გახდა ვერცხლის მედალოსანი და საკუთარი საუკეთესო შედეგის რეკორდი მოხსნა 133.77 ქულით და სულ 194.07 ქულა მიიღო, ოქროს მედალოსანი თანაგუნდელი ალინა ზაგიტოვას შემდეგ.[5] 2017 წლის რუსეთის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილას გავიდა როგორც ზრდასრულთა დონეზე, ასევე ჯუნიორ დონეზე.[5]

  1. Figure Skating of Georgia. Anastasia Gubanova to #TeamGeorgia! ❤🇬🇪 Anastasia is a silver medalist of the 2018 Golden Spin of Zagreb international competition and a silver medalist of the 2016 Junior Grand Prix Final. Anastasia Gubanova will represent Georgia in Women's single skating category. You will soon find out where she will debut her new programs of the season! Excited?. ციტირების თარიღი: 31 August 2021
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Georgia's Anastasiia Gubanova Embraces Fresh Vibe (25 August 2024).
  3. Анастасия Губанова вышла замуж за Романа Галая (27 July 2024).
  4. https://web.archive.org/web/20200103185506/http://www.isuresults.com/bios/isufs00101198.htm
  5. 5.0 5.1 https://www.isuresults.com/bios/isufs_cr_00101198.htm