ანასტასია გრიშინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანასტასია გრიშინა
ქვეყანა (სპორტი) რუსეთის დროშა რუსეთი
დაიბადა 16 იანვარი, 1996 (1996-01-16) (28 წლის)
მოსკოვი, რუსეთი
სიმაღლე 1,46 მ.
წონა 37 კგ.
დისციპლინა ქალთა მხატვრული ტანვარჯიში

ანასტასია ნიკოლაევნა გრიშინა (რუს. Анастасия Николаевна Гришина; დ. 16 იანვარი, 1996) — ყოფილი რუსი სპორტული ტანმოვარჯიშე. 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი რუსეთის ნაკრებთან ერთად და 2013 წლის სპორტული ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი „all-around“ ღონისძიებაში.

უმცროსთა შორის კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპრილში გრიშინამ ბირმინგემში (გაერთიანებული სამეფო) გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. „All-round“ ღონისძიებაში გრიშინამ მეორე ადგილი დაიკავა (56,950), ინდივიდუალურ ჩათვლაში კი ორი ოქროს მედალი მოიპოვა („uneven bars“, 15,375; „floor exercise“, 14,275).[1]

ზურგის ტკივილის გამო გრიშინას მთელი წელი აღარ უასპარეზია. წლის ბოლოს მან ტანვარჯიშის საერთაშორისო ჟურნალს განუცხადა: „2010 წელს საუკეთესო რამ ევროპის ჩემპიონატზე კარგად ასპარეზობა და სკოლაში პირველი სემესტრის კარგად დასრულება იყო. ამ წელს მეცხრე კლასის გამოცდები უნდა ჩავაბარო და კარგი იქნება, თუ არ ჩავიჭრები. მინდა, რომ ევროპის ახალგაზრდული ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალისთვის თურქეთში გავემგზავრო და კარგად გამოვიდე. ამჟამად ყველაფერი წესრიგში მაქვს (ჯანმრთელობაც) და თუკი ყველაფერი ასე გაგრძელდება, რუსეთის ჩემპიონატზე ვიასპარეზებ“.

2011[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარტში იტალიაში გამართულ ჯესოლოს თასზე „all-around“ ღონისძიებაში გრიშინამ მეხუთე ადგილი დაიკავა (57,050).[2]

აპრილში გრიშინა პენზაში გამართულ რუსეთის ეროვნულ ჩემპიონატზე გამოვიდა. ორი დღის კომბინირებული ქულით (117,775) ანასტასიამ „all-around“ ღონისძიებაში გაიმარჯვა.[3]

მაისში კიევში (უკრაინა) გამართულ ზახაროვას თასზე გრიშინამ 59,950 ქულით „all-around“ ღონისიებაში გაიმარჯვა.[4]

ივლისში ტრაპიზონში ევროპის ახალგაზრდულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე აპირებდა გამოსვლას, მაგრამ მყესის დაზიანების გამო შეჯიბრზე გასვლა ვერ მოახერხა.[5]

უფროსთა შორის კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიშინა „floor exercise“ ღონისძიების პროგრამის შესრულებისას, 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ტესტურის ღონისძიება, ლონდონი, 2012 წლის იანვარი

იანვარში გრიშინამ ლონდონში გამართულ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სატესტო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. „All-around“ ღონისძიებაში რუსმა მეათე ადგილი დაიკავა (55,091).[6] ფინალურ ღონისძიებებში გრიშინამ მეშვიდე („vault“, 12,633) და პირველი („uneven bars“, 15,033) ადგილები დაიკავა.[7]

მარტში პენზაში გამართულ რუსეთის ეროვნულ ჩემპიონატზე „all-around“ ღონისძიებაში გრიშინამ მესამე ადგილი დაიკავა (57,699).[6] ინდივიდუალურ ღონისძიებებში გრიშინამ ოთხი მედალი მოიპოვა: ერთი ოქრო („floor exercise“, 14,640), ორი ვერცხლი („vault“, 14,340; „balance beam“, 14,480) და ერთი ბრინჯაო („uneven bars“, 14,240).[8][9]

მარტის ბოლოს გრიშინამ იტალიაში გამართულ ჯესოლოს თასზე იასპარეზა და 57,850 ქულით კვლავ მეხუთე ადგილი დაიკავა.[10]

გრიშინას „floor exercise“ ღონისძიების პროგრამა ჯესოლოს თასზე, ჯესოლო, იტალია

ივნისში გრიშინამ პენზაში გამართულ რუსეთის თასზე იასპარეზა და „uneven bars“ ღონისძიებაში 15,450 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა.[11]

ოლიმპიური თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივლისის ბოლოს გრიშინამ 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) მიიღო მონაწილეობა. საკვალიფიკაციო ეტაპზე „all-around“ ღონისძიებაში გრიშინამ მეთორმეტე ადგილი დაიკავა (57,332), მაგრამ ფინალურ ეტაპზე გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა „ორი-ყოველი ქვეყნიდან“ წესის გამო.[12] გუნდური ღონისძიების ფინალში 14,700 („uneven bars") და 14,266 („floor exercise“) ქულებით რუსეთის ეროვნულ გუნდს ვერცხლის მედლის მოპოვებაში დაეხმარა.[13]

2013[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იანვარში გრიშინამ ვიქტორ რაზუმოვსკისთან და ირინა რაზუმოვსკაიასთან დაიწყო ვარჯიში.[14]

მარტში პენზაში გამართულ რუსეთის ეროვნულ ჩემპიონატზე გრიშინამ „all-around“ ღონისძიებაში ვერცხლის მედალი მოიპოვა (57,400).[15] გუნდურ ჩათვლაში მან მოსკოვის გუნდს 55,650 ქულა მოუტანა და მეორე ადგილზე გასვლაში დაეხმარა.[16] ინდივიდუალურ ღონისძიებებში გრიშინამ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა („uneven bars“, 15,100).[17]

21-24 მარტს კოტბუსში ჩატარებულ 37-ე მსოფლიო თასზე გრიშინამ საკვალიფიკაიო ეტაპზე პირველი ადგილები დაიკავა „uneven bars“ (14,900)[18] და „balance beam“ (14,050)[19] ღონისძიებებში. ფინალურ ეტაპზეც იმავე ღონისძიებებში პირველი ადგილები დაიკავა (შესაბამისად — 14,375, 14,600) და ორი ოქროს მედალი მოიპოვა.[20][21]

აპრილში მოსკოვში (რუსეთი) ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპზე „all-around“ ღონისძიებაში გრიშინამ მესამე ადგილი დაიკავა (56,065). ფინალურ ღონისძიებაზე რუსმა შედეგი გააუმჯობესა (57,932), თუმცა მაინც მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ინდივიდუალურ ღონისძიებებში გრიშინამ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა („balance beam“, 14,366),, „floor exercise“ ღონისძიებაში კი მეოთხე ადგილი დაიკავა (14,233).[22]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის იანვარში გრიშინა ტანვარჯიშიდან გადადგა. ის დაქორწინებულია და მოსკოვში უნივერსიტეტში ჟურნალისტიკას სწავლობს.[23]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Anastasia Grishina ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.ueg.org/media/results/29/Results_ECh_WAG_Birmingham%20GBR%202010.pdf
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-21. ციტირების თარიღი: 2018-04-09.
  3. International Gymnast Magazine Online - Grishina Grabs Russian Junior Championship. Intlgymnast.com (2011-04-02). ციტირების თარიღი: 2012-08-09.
  4. International Gymnast Magazine Online - Grishina, Vernyayev Best at 10th Zakharova Cup. Intlgymnast.com (2011-05-23). ციტირების თარიღი: 2012-08-09.
  5. International Gymnast Magazine Online - Top European Juniors Take to Turkey for EYOF. Intlgymnast.com (2011-07-25). ციტირების თარიღი: 2012-08-09.
  6. 6.0 6.1 International Gymnast Magazine Online - Mustafina Wins Russian National Title. Intlgymnast.com (2012-03-21). ციტირების თარიღი: 2012-08-08.
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-21. ციტირების თარიღი: 2018-04-09.
  8. International Gymnast Magazine Online - Mustafina Wins Again at Russian Nationals. Intlgymnast.com (2012-03-25). ციტირების თარიღი: 2012-08-08.
  9. International Gymnast Magazine Online - Afanasyeva, Grishina Win Russian Event Titles. Intlgymnast.com (2012-03-24). ციტირების თარიღი: 2012-08-08.
  10. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-02. ციტირების თარიღი: 2018-04-09.
  11. International Gymnast Magazine Online - Mustafina, Ignatyev Golden at Russian Cup. Intlgymnast.com (2012-06-16). ციტირების თარიღი: 2012-08-08.
  12. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-24. ციტირების თარიღი: 2012-08-08.
  13. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-02. ციტირების თარიღი: 2012-08-16.
  14. Turner, Amanda. (19 April 2013) Mustafina Takes European Crown in Moscow. International Gymnast Magazine Online. ციტირების თარიღი: 23 May 2013.
  15. Turner, Amanda. (3 March 2013) Mustafina, Belyavsky Win Russian Championships. International Gymnast Magazine Online. ციტირების თარიღი: 23 May 2013.
  16. Turner, Amanda. (5 March 2013) Central Teams Win Russian Championships. International Gymnast Magazine Online. ციტირების თარიღი: 23 May 2013.
  17. Turner, Amanda. (6 March 2013) Ablyazin Wins Twice at Russian Championships. International Gymnast Magazine Online. ციტირების თარიღი: 23 May 2013.
  18. Amanda Turner (21 Mar 2013), Qualification Begins at 37th Tournament of Masters, International Gymnast Magazine Online, http://www.intlgymnast.com/index.php?option=com_content&view=article&id=3574:qualification-begins-at-37th-tournament-of-masters&catid=5:competition-reports&Itemid=164. წაკითხვის თარიღი: 8 Apr 2013
  19. Amanda Turner (22 Mar 2013), Russian Women Top Second Day in Cottbus, International Gymnast Magazine Online, http://www.intlgymnast.com/index.php?option=com_content&view=article&id=3575:russian-women-top-second-day-in-cottbus&catid=5:competition-reports&Itemid=164. წაკითხვის თარიღი: 8 Apr 2013
  20. Amanda Turner (23 Mar 2013), Gymnasts Continue Challenge in Cottbus, International Gymnast Magazine Online, http://www.intlgymnast.com/index.php?option=com_content&view=article&id=3577:gymnasts-continue-challenge-in-cottbus&catid=5:competition-reports&Itemid=164. წაკითხვის თარიღი: 8 Apr 2013
  21. Amanda Turner (24 Mar 2013), Grishina Grabs Second Gold in Cottbus, International Gymnast Magazine Online, http://www.intlgymnast.com/index.php?option=com_content&view=article&id=3581:grishina-grabs-second-gold-in-cottbus&catid=5:competition-reports&Itemid=164. წაკითხვის თარიღი: 6 Apr 2013
  22. The 5th European Men's and Women's Artistic Gymnastic Individual Championships (PDF). European Union of Gymnastics (21 April 2013). ციტირების თარიღი: 23 May 2013.
  23. http://rewritingrussiangymnastics.blogspot.co.uk/2016/01/it-official-anastasia-grishina-has.html