ნიკოს ანასტასიადესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ანასტასიადესი, ნიკოს)
ნიკოს ანასტასიადესი
Νίκος Αναστασιάδης
ნიკოს ანასტასიადესი Νίκος Αναστασιάδης
ნიკოს ანასტასიადესი 2022 წელს
კვიპროსის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 თებერვალი 2013 – 28 თებერვალი 2023
წინამორბედიდიმიტრის ქრისტოფიასი
მემკვიდრენიკოს ქრისტოდულიდისი (არჩეული)

პარტია დემოკრატიული გაერთიანების პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1997 8 ივნისი – 18 თებერვალი 2013
წინამორბედიიანაკის მატსისი

დაბადებული27 სექტემბერი, 1946 (1946-09-27) (77 წლის)
პერა-პედი, კვიპროსი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული გაერთიანება
მეუღლეანდრი მუსტაკუდი
შვილებიელზა
ინო
განათლებაათენის უნივერსიტეტი
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი
რელიგიაკვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია

ნიკოს ანასტასიადესი (ბერძ. Νίκος Αναστασιάδης; დ. 27 სექტემბერი, 1946) — ბერძენ-კვიპროსელი პოლიტიკოსი, მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის - დემოკრატიული გაერთიანება ლიდერი და კვიპროსის პრეზიდენტი 2013-2023 წლებში.

კვიპროსის 2011 წლის 22 მაისის საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიულმა გაერთიანებამ მოიპოვა 20 მანდატი, აჯობა ყველა პარტიას, თუმცა კვიპროსის 56 წევრიან პარლამენტში ვერ მოიპოვა უმრავლესობა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოფიციალური კანდიდატი იყო[1][2]. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოიგო ხმათა 57,48 %-ით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1946 წლის 27 სექტემბერს, ქალაქ პერა-პედში, კვიპროსი. დაამთავრა ათენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასპირანტურა. სწავლის დროს საბერძნეთში, გეორგიოს პაპანდრეუს მიერ დაარსებული კოალიციის წევრი გახდა. არის იურიდიული ფირმის „ნიკოს ანასტასიადესი და პარტინიორების“ დამფუძნებელი[3].

პოლიტიკური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანასტასიადესი პარლამენტში პირველად 1981 წელს მოხვდა, ხოლო 1977 წლის 8 ივნისს გახდა თავისი პარტის ლიდერი[4]. 2012 წლის მარტში, ნიკოს ანასტასიადესი საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული გაერთიანების ოფიციალური კანდიდატი გახდა. არჩევნების პირველ ტურში ანასტასიადესმა მიიღო ხმათა 45%, ხოლო მისმა კონკურენტებმა სტავროს მალასმა და გეორგიოს ლილიკასმა შესაბამისად 26,9% და 24,9% [5]. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოიგო ხმათა 57,48%-ით[6].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1971 წელს დაქორწინდა ანდრი მუსტაკუდიზე. ჰყავს ორი ქალიშვილი, ელზა და ინო და ოთხი შვილიშვილი ენდი, ნიკოლი, გეორგიოსი და ნიკო [7].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-21. ციტირების თარიღი: 2013-02-24.
  2. www.parliament.cy/parliamenteng/003_02.../anastasiadis.htm
  3. ნიკოს ანასტასიადესი და პარტინიორები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-12. ციტირების თარიღი: 2013-02-25.
  4. Nicos Anastasiades | Economist Conferences, CEMEA. Economistconferences.eu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-06. ციტირების თარიღი: 2013-02-25.
  5. Nicos Anastasiades winner of first round of elections in Cyprus. Nasdaq.com. ციტირების თარიღი: 2013-02-25.
  6. Cypriot Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-31. ციტირების თარიღი: 2014-10-24.
  7. Anastasiades Chr. Nicos. Parliament.cy (1946-09-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-27. ციტირების თარიღი: 2013-02-25.
ბიოგრაფიების პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ბიოგრაფიებზე.