ანაპოლისი
შტატის დედაქალაქი | |||
---|---|---|---|
ანაპოლისი ინგლ. Annapolis | |||
მარილენდის სამმართველო | |||
| |||
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები | ||
შტატი | მერილენდი | ||
ოლქი | ანა არუნდელი | ||
კოორდინატები | 38°58′43″ ჩ. გ. 76°29′31″ დ. გ. / 38.97861° ჩ. გ. 76.49194° დ. გ. | ||
მერი | გერი ბაქლი | ||
დაარსდა | 1649[1] | ||
ფართობი | 20.991689 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 12 მეტრი | ||
სალაპარაკო ენები | ინგლისური | ||
მოსახლეობა | 40 812 (1 აპრილი, 2020)[2] [3] | ||
სასაათო სარტყელი | UTC-5, UTC-4 და ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთი დრო | ||
სატელეფონო კოდი | 410 და 443 | ||
საფოსტო ინდექსი | 21401, 21402, 21403, 21404, 21405, 21409, 21411 და 21412 | ||
ოფიციალური საიტი | https://www.annapolis.gov/ | ||
ანაპოლისი ( /əˈnæpəlᵻs/ ) - მერილენდის შტატის დედაქალაქი, აშშ . მდებარეობს ჩესაპიკის ყურეში, მდინარე სევერნის შესართავთან, ბალტიმორის სამხრეთით და დაახლოებით 50 კმ-ის მოშორებით ვაშინგტონიდან. ანაპოლისი წარმოადგენს ბალტიმორ-ვაშინგტონის გაერთიანებული ტერიტორიის ნაწილს.
ქალაქში განთავსებული იყო კონფედერაციის კონგრესი და ამერიკის ეროვნული დედაქალაქი 1783-1784 წლებში. 1783 წელს ანაპოლისში დაიდო პარიზის ზავი, რითაც დასრულდა ამერიკის რევოლუციური ომი. ანაპოლისში იღებს სათავეს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობა.
ანაპოლისში არის წმინდა ჯონის კოლეჯი, რომელიც დაარსდა 1696 წელს. ქალაქის გარეუბანში მდებარეობს შეერთებული შტატების საზღვაო აკადემია, რომელიც დაარსდა 1845 წელს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოლონიური და ადრეული შეერთებული შტატები (1649-1808)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასახლება მერილენდის პროვინციაში სახელად "პროვიდენსი" დაარსდა მდინარე სევერნის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ჩესპიკის ყურის შუა დასავლეთით, 1649 წელს ვირჯინიის პროვინციიდან პურიტანი დევნილების მიერ , მერილენდის მესამე კოლონიური გუბერნატორის ხელმძღვანელობით..მოგვიანებით დასახლებულები გადავიდნენ უკეთესად დაცულ ნავსადგურში სევერნის სამხრეთ სანაპიროზე. დასახლება ცნობილი 1683 წლიდან გახდა, როგორც "ქალაქი პროქტორში", შემდეგ "ქალაქი სევერნში", 1694 წელს გახდა "ანა არუნდელის ქალაქი" (ლედი ენ არუნდელის) სესილიუს კალვერტის, მეორე ბარონ-ბალტიმორის, გარდაცვლილი მეუღლის საპატივსაცემოდ.
ანაპოლისი გახდა შტატების დროებითი დედაქალაქი პარიზის ტრაქტატის დადების შემდეგ. სამმართველოს შენობაში კონგრესი იყო განთავსებული 1783 წლის 26 ნოემბრიდან 1784 წლის 19 აგვისტომდე და სწორედ ანაპოლისში
1783 წელს მერილენდის გუბერნატორმა ჯონ შოუმ, ადგილობრივ კაბინეტის შემქმნელს, დაავალა ამერიკის დროშის შექმნა. შოუს დროშა ოდნავ განსხვავდება დღევანდელი დიზაინისგან: ლურჯი ველი ვრცელდება მთელ სიმაღლეზე. შოუმ შეიმუშავა დროშის ორი ვერსია: ერთი, რომელიც იწყებოდა წითელი ზოლით და მეორე, რომელიც იწყებოდა თეთრით. [4] [5]
2007 წლის ანაპოლისის კონფერენცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]220 წლის შემდეგ ქალაქში მეორე სამშვიდობო კონფერენცია(პარიზის ზავის შემდეგ) ჩატარდა. ანაპოლისი იყო ახლო აღმოსავლეთის სამიტის ადგილი, რომელიც ეხებოდა ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესს, რომელშიც მონაწილეობდნენ ისრაელის პრემიერ მინისტრი ეჰუდ ოლმერტი, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი (" აბუ მაზენი ") და სხვა ლიდერები რეგიონიდან. კონფერენცია გაიმართა შეერთებული შტატების საზღვაო აკადემიაში 2007 წლის 26 ნოემბერს.
შეერთებული შტატების საზღვაო აკადემია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეერთებული შტატების საზღვაო აკადემია დაარსდა 1845 წელს . სტუდენტები სწავლობენ 4 წელი, შემდეგი ხუთწლიანი ვალდებულებით, იმსახურონ საზღვაო ქვეითთა კორპუსში ან საზღვაო ძალებში. სტუდენტები ატარებენ საზღვაო წოდებას "მიდშიპმენი". აკადემიაში საშუალოდ 4,500 მოსწავლე ირიცხება.
აგრეთვე იხილეთ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარე ბმულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანაპოლისის ოფიციალური საიტი
- კლოდ-გრეი-ჰიუზი-ტაკ-უიტინგტონის ოჯახის ნაშრომები, მერილენდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში.
- ↑ Getty Research Institute Getty Thesaurus of Geographic Names — LA: Getty Research Institute, 1997.
- ↑ Annapolis city, Maryland — აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო.
- ↑ QuickFacts: Annapolis city, Maryland — აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო.
- ↑ Mike Peed (June 13, 2009). „A Corrected Replica of the Flag From Maryland's 1783 State House Will Be Raised“. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 1, 2017. ციტირების თარიღი: August 24, 2017.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..