ანაპის აეროპორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანაპის აეროპორტი

ანაპის აეროპორტი (რუს. аэропорт Анапа) ასევე ცნობილი, როგორც ვიტიაზევოს აეროპორტი (რუს. аэропорт Витязево) — საერთაშორისო აეროპორტი. მდებარეობს სოფელ ვიტიაზევოს მახლობლად, ანაპაში, რუსეთში. აეროპორტი ემსახურება როგორც საკურორტო ქალაქ ანაპის, ისე ნოვოროსიისკისა და ტემრიუკის მოსახლეობას, საერთო ჯამში 400 000-ზე მეტ ადამიანს. ანაპის აეროპორტი სოჭის აეროპორტთან, გელენჯიკის აეროპორტთან და კრასნოდარის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად კომპანია „Basel Aero“-ს დაქვემდებარებაშია.[1] 2013 წელს ანაპის აეროპორტის წლიურმა მგზავრთბრუნვამ 739 637 ადამიანი შეადგინა.[2] ანაპის აეროპორტი რუსეთის 30 საუკუეთესო ბიზნეს-აეროპორტს შორისაა. აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2016 წლის მარტში დაიწყო და 2017 წლის ივლისში დასრულდა.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

BAL Bashkirian Airlines-ის ტუ-154 თვითმფრინავი აეროდრომზე

1934 წელს კრასნოდარიდან ანაპის მიმართულებით პირველი სამგზავრო ფრენები დაინიშნა. 1960 წელს აეროპორტმა Antonov an-2-ით რეგულარული ფრენები დაიწყო. ფრენები კრასნოდარის, ნოვოროსიისკისა და გელენჯიკის მიმართულებით ხორციელდებოდა. აეროპორტის პერსონალის რაოდენობა 10 ადამიანს არ აღემატებოდა და მხოლოდ ერთი რადიო სადგური ჰქონდა, რომელიც ფრენების ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. 1965 წელს ანაპის აეროპორტის შენობა აიგო (დღეისთვის ამ ნაგებობაში პიერველადი სამედიცინო სადგურია მოწყობილი). აეროდრომი An-2 ტიპის თვითმფრინავის აფრენა-დაფრენისთვის იყო განკუთვნილი. აეროპორტის ფრენათა დანიშნულების ადგილები გაფართოვდა მოსკოვის, ქერჩის. დონეცკის, ხარკოვისა და სოხუმის მიმართულებით. მგზავრთა რაოდენობის ზრდის გამო აეროპორტი ანაპის გარეუბანში, სოფელ ვიტიაზევოს მახლობლად გადაიტანეს. ახალ ადგილსამყოფელზე აეროპორტში ფრენის საშუალება მიეცა უფრო დიდ თვითმფრინავებს, როგორიცაა An-10. 1969 წელს ვიტიაზევოს მახლობლად ახალი, 2500 მეტრიანი სიგრძის სამხედრო საფრენი ზოლი აიგო. სამხედრო მიზნების გამო, საფრენი ზოლის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოდ შეინახეს.

1970 წელს ვიტიაზევოს აეროპორტი 100 000 მგზავრს მოემსახურა. 1974 წლის აპრილში An-24 ტიპის თვითმფრინავმა ვიტიაზევოს მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა. იმავე წლის მაისში ჩახო-ს სამხედრო ატაშეთა ჯგუფი გემგავრა მარშრუტით მოსკოვი - ანაპა - მოსკოვი. 1976 წელს ვიტიაზევოს აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა. ახალ აეროპორტს დღის განმავლობაში 50 შიდა აეროპორტიდან 70 ფრენის განხორციელება შეეძლო. 1976 წლის სექტემბერში საჰაერო დისპეტჩერის შეცდომის გამო ანაპას მახლობლად ორმა თვითმფრინავმა - An-24 და Yak-40 - კატასტროფა განიცადა, რასაც 70 ადამიანისსიცოცხლე შეეწირა. 1977 წელს რუსულ საჰაერო ფლოტში ძირითადი საფრენი მოდელები Tu-154 გახდა.

S7 Airlines-ის თვითმფრინავი ანაპის აეროდრომზე

1982 წელს Black Sea Fleet Naval Air Force-ის კუთვნილი An-26-ის ჩამოვარდნას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 1998 წელს ანაპის აეროპორტი კრასნოდარის პირველ გაერთიანებულ ჯგუფს გამოეყო და დამოუკიდებელი ერთეული ჰახდა. III კლასის აეროპორტი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის სამოქალაქო ავიაციის მმართველობის ქვეშ იყო. SP-80M დაშვების სისტემის შემუშავების შემდეგ, ანაპის აეროდრომს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის I კატეგორიის სერთიფიკატი მიენიჭა. 1991 წელს 6828 აფრენა-დაფრენის შედეგად აეროპორტი 439 600 ადამიანს მოემსახურა. 1993 წელს ანაპის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტის სტატუსი მიენიჭა. AUSTRIAN Airlines პირველი საერთაშორისო საჰაერო ავიახაზი გახდა, რომლის განყოფილებაც ანაპის აეროპორტში გაიხსნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Basel Aero Archived February 26, 2014, საიტზე Wayback Machine. // Basic Element's official website
  2. Аэропорты "Базэл Аэро" в 2013 году увеличили пассажиропоток на 13% // Aviaport.ru
  3. New terminal operational at Anapa“, Russian Aviation Insider, 14 July 2017. წაკითხვის თარიღი: 14 July 2017.