ანანტნაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ანანტნაგი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი ჯამუ და ქაშმირი
კოორდინატები 33°43′48″ ჩ. გ. 75°09′00″ ა. გ. / 33.73000° ჩ. გ. 75.15000° ა. გ. / 33.73000; 75.15000
დაარსდა ძვ. წ. V ათასწლეული
ფართობი 183 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1601
მოსახლეობა 158 785 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 868 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი +91 1932
საფოსტო ინდექსი 192101
ოფიციალური საიტი http://anantnag.nic.in
ანანტნაგი — ინდოეთი
ანანტნაგი

ანანტნაგი  — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ინდოეთში, ჯამუ და ქაშმირის შტატში. ქალაქი დიდი ხნის განმავლობაში სიდიდით მეორე ქალაქი იყო და უკანასკნელ პერიოდში გახდა ყველაზე დიდი ქალაქი ფართობის მიხედვით. ითვლება ქაშმირის ხეობის ფინანსურ და სავაჭრო ცენტრად. არის ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველ მითებში ნათქვამია, რომ სახელი „ანანტი ნაგი“ ეწოდა იმ ადგილს, სადაც ღმერთმა შივამ ამარნათისაკენ მიმავალ გზაზე დატოვა თავისი ნივთები და ქალაქის ადგილზე მოიხსნა და მიწაზე დსვა მრავალი გველი, რომლებიც შივას სხეულზე ცხოვრობდნენ.

ქალაქი მოხსენიებულია ბჰაგავადგიტაში. ქალაქს ასევე უწოდებდნენ კაშიაპტეშვარას, რომელიც დაკავშირებული იყო ბრძენ კაშიაპთან.

სანსკრიტულ ენაზე „ანანტ“ ნიშნავს მრავალრიცხოვანს, ხოლო „ნაგა“ - წყაროს აღნიშნავს ქაშმირში. მოსახლეობა ფიქრობს, რომ ქალაქის სახელწოდება ნიშნავს „მრავალრიცხოვან წყაროს“. აღსანიშნავია, რომ ქალაქში ნამდვილად არის წყაროები.

რთული სათქმელია რომელი ვერსიაა სწორი, მაგრამ უნგრელი მოგზაური მარკ აურელ სტეინი და კალჰანა ირწმუნებიან, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე წყაროები იყო წმინდა ადგილები ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 1 600 მეტრზე და სრინაგარიდან 53 კილომეტრში.

ქალაქი შედგება სამი რაიონისაგან. ძირითადი მოსახლეობა ცხოვრობს ცენტრალურ რაიონებში.

ქალაქის მახლობლად სამი შენეკადი: არაპატი, ბრენგი და სანდრანი უერთდება მდინარე ვეტს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქოლოგები ირწმუნებიან, რომ უკვე ძვ. წ. 5000 წელს ქალაქის ადგილზე არსებობდა დასახლება და ბაზარი. ეს ფაქტი ანანტნაგს აქცევს რეგიონის ერთ-ერთ უძველეს ქალაქად.

წმინდა ადგილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყაროები და რელიგიური ტოლერანტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში ბევრი წყაროა. ერთ-ერთ წყაროს ეწოდება ინდერი. მათგან ორი გოგირდოვანი წყაროა და უამრავი სუფთა წყაროა. ყველაზე პოპულარულებია ნაგ-ბალი, სალაკ-ნაგი და მალიკ-ნაგი. ნაგ-ბალი მოედინება გოირაკის ძირში და ცაედინება აუზში. ინდუისტების, სიქჰებისა და მუსულმანების რელიგიური შენობები დგას ამ აუზის სიახლოვეს და არის რელიგიური ტოლერანტობის საუკეთესო მაგალითი ქაშმირში. ტოლერანტობის მეორე სიმბოლოა ბაბა დავუდ კჰაკის მეჩეთი, რომლის ეზოში დგას პატარა ინდუისტური ტაძარი.

ტაძრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ითვლება რომ ანანტნაგში შვიდი ტაძარია: ორი შივას ტაძარი, ერთი კრიშნაიტული, ერთიც ეკუთვნის დურგას, ერთიც განეშას, სიტა-რამა, ჰანუმანის ტაძარი. ამ კომპლექსის გარდა ქალაქში მდებარეობდა კიდევ სამი ძველი ტაძარი, მაგრამ ეს სამივე ტაძარი დაიწვა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლის ინდოეთის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 183 437 ადამიანს. მამაკაცები — 55 %, ქალები — 45 %. წიგნიერების დონე — 79 %, უფრო მაღალია ვიდრე ქვეყანაში — 59,5 %; აქედან 84 % მამაკაცი და 79 % ქალია. 10 % — ექვს წლამდე ბავშვები არიან.

2011 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 158 785 ადამიანი[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above. Provisional Population Totals, Census of India 2011. ციტირების თარიღი: 2012-09-03.