ჯანო ანანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ანანიძე, ჯანო)
ჯანო ანანიძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჯანო ანანიძე
დაბადების
თარიღი
10 ოქტომბერი, 1992 (1992-10-10) (31 წლის)
დაბადების
ადგილი
ქობულეთი,
საქართველო
სიმაღლე 171 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
დინამო თბილისი
ახალგაზრდული კარიერა
2003 შუქურა ქობულეთი
2003-2005 ნორჩი დინამოელი
2005-2007 დინამო კიევი
2007-2009 სპარტაკი მოსკოვი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2009 სპარტაკი მოსკოვი
(დუბლები)
18 (9)
2009-2019 სპარტაკი მოსკოვი 120 (12)
2013-2014   როსტოვი 22 (3)
2019   კრილია 8 (1)
2020 ანორთოსისი 6 (0)
2020 როტორი 0 (0)
დინამო თბილისი 1 (0)
დინამო ბათუმი 5 (0)
ეროვნული ნაკრები
2007 საქართველო 16 წლ. 4 (3)
2007-2009 საქართველო 17 წლ. 13 (0)
2009 საქართველო 19 წლ. 2 (1)
2009-2010 საქართველო 21 წლ. 6 (2)
2009- საქართველო 43 (7)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ჯანო ანანიძე (დ. 10 ოქტომბერი, 1992) — ქართველი ფეხბურთელი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდული გუნდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანანიძემ ფეხბურთის თამაში მის მშობლიურ ქალაქის კლუბ, ქობულეთის „შუქურაში“ დაიწყო. 11 წლამდე ფეხბურთელს მისი პირველი მწვრთნელი მერაბ მჟავანაძე ავარჯიშებდა. ამის შემდეგ იყო ნორჩი დინამოელი, რომელშიც ჯანო გია ხიზანიშვილის რეკომენდაციით მიიღეს. 2 წლის შემდეგ, ფეხბურთელის აგენტმა, რევაზ ჩელებაძემ ანანიძე კიევის „დინამოში“ ჩარიცხა.

2007 წლის ზაფხულში ჯანო საქართველოში დაბრუნდა და 16-წლამდელთა ეროვნულ გუნდს შეუერთდა. ნომებრამდე ანანიძემ ეროვნული გუნდის რიგებში რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ 4 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.[1] მის დაბადების დღეს, 10 ოქტომბერს კი, ფეხბურთელმა მოსკოვის „სპარტაკთან“ კონტრაქტს მოაწერა ხელი.[2]

მოსკოვის სპარტაკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანო ანანიძე 2010 წლის ივლისში

2009 წლიდან ჯანო „სპარტაკის“ ახალგაზრდული გუნდების ღირსებას იცავდა. მისი დებიუტი ამ ასაკობრივ ჯგუფში 2009 წლის 14 მარტს შედგა, „ზენიტის“ წინააღმდეგ. იმავე წლის 4 აპრილს, ნალჩიკის „სპარტაკთან“ შეხვედრაში ჯანომ პირველი გოლის გატანაც მოახერხა.[3][4]

ზაფხულამდე ანანიძემ თავი კიდევ 3-ჯერ გამოიაჩინა, შედეგად, მოსკოვის „სპარტაკის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალერი კარპინმა ფეხბურთელს სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპზე უხმო.[5] ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჩინებული შთაბეჭდილებაც დატოვა.[6] სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის გავლის შემდეგ, ანანიძე კლუბის სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად დუბლშემადგენლობას დაუბრუნდა, თუმცა მთავარ გუნდში გადმოყვანის პერსპექტივით.[7]

მთავარ გუნდში ჯანოს დებიუტი 2009 წლის 15 ივლისს შედგა, „კრასნოდარის“ წინააღმდეგ. მატჩი რუსეთის თასის ეგიდით გაიმართა. ქართველმა მოთამაშემ სადებიუტო შეხვედრაში შესანიშნავი გოლის გატანაც მოახერხა.[8][9]

3 დღის შემდეგ, ანანიძე „სპარტაკის“ დუბლებს შესანიშანვი გოლით დაუბრუნდა, გაიტანა რა გოლი „კრილია სოვეტოვის“ წინააღმდეგ.[10][11]

2009 წლის 1 აგვისტოს, ჯანოს დებიუტი ჰქონდა რუსულ პრემიერლიგაში, კრასნოდარის „ყუბანის“ წინააღმდეგ. ის მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა.[12] 30 აგვისტოს კი, ანანიძემ უკვე ტურის და საერთოდ, ჩემპიონატის ცენტრალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ყაზანის „რუბინის“ წინააღდმეგ, ის 46-ე წუთიდან გამოჩნდა მინდორზე და მიუხედავად მარცხისა, თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.[13]

13 სექტემბერს შედგა ანანიძის დებიუტი სპარტაკის მთავარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში, - მოსკოვის „დინამოს“ წინააღმდეგ, მან შეხვედრა სრულად ჩაატარა და საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.[14]

ეროვნული ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანო ანანიძე 2019 წელს

2009 წლის 27 ივლისს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ექტორ რაულ კუპერმა ანანიძეს ეროვნულ გუნდში უხმო.[15] ფეხბურთელს მონაწილეობა უნდა მიეღო მალტის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში, თუმცა ეს ტრავმის გამო ვერ მოახერხა.[16]

გაჩნდა საშიშროება იმისა, რომ ფეხბურთელს მიეღო რუსეთის მოქალაქეობა, რაც მას ავტომატურად საქართველოს ნაკრებში თამაშს გამორიცხავდა, თუმცა ჯანომ არჩევანი მისი სამშობლოს სასარგებლოდ გააკეთა.[17][18]

სექტემბერში, იტალიის ნაკრებთან, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში სათამაშოდ ანანიძე ეროვნულ გუნდში კვლავ გამოიძახეს.[19] შეკრებაზე თბილისში ჩამოსულმა ჯანომ, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი სურვილი დაეცვა მშობლიური ნაკრების ღირსება.[20]

5 სექტემბერს, იტალიის ნაკრებთან შეხვედრაში შედგა ანანიძის დებიუტი ეროვნული გუნდის რიგებში. ჯანომ მე-60 წუთამდე იასპარეზა, რის შემდეგაც მის ნაცვლად მოედანზე მათე ვაწაძე გამოჩნდა.[21] 4 დღეში, ანანიძემ საკუთარი ქვეყნის 21 წლამდელთა ეროვნულ გუნდში იასპარეზა, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ.[22]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლებულია 2009 წლის 15 სექტემბერს.

კლუბი სეზონი რუსეთის დროშა პრემიერლიგა რუსეთის თასი რუსეთის სუპერთასი ევროთასები ჯამში
თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ
სპარტაკი
2009 8 2 1 1 - - - - 9 3
ჯამში 8 2 1 1 0 0 0 0 9 3

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„როსტოვი“

„სპარტაკი მოსკოვი“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები 2007 წელს; საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
  2. ჯანო ანანიძემ არჩევანი გააკეთა - რუსეთის ნაკრებში არ ითამაშებს; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
  3. სპარტაკი მოსკოვი 5-0 სპარტაკი ნალჩიკი[მკვდარი ბმული]; რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია
  4. ანანიძის გოლი ნალჩიკის წინააღმდეგ; YouTube
  5. კარპინმა ანანიძე "სპარტაკის" ძირითად გუნდში აიყვანა; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
  6. ანანიძემ კარპინი აღაფრთოვანა; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
  7. კარპინი ანანიძეს კვლავ დააკვირდება; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
  8. ანანიძემ "სპარტაკი" რუსეთის თასის მერვედფინალში გაიყვანა; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
  9. ანანიძის გოლი კრასნოდარის წინააღმდეგ; YouTube
  10. ანანიძის მორიგი შედევრი; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
  11. ანანიძის გოლი კრილიას წინააღმდეგ; YouTube
  12. ანანიძის დებიუტი რუსეთის ჩემპიონატში; YouTube
  13. ქართველმა ლეგიონერებმა იტალიურ ლეგიონთან შერკინებამდე ბოლო რეპეტიცია გაიარეს; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
  14. ყენიამ სასტარტო დააგემოვნა, კობიმ სამქულიანი "გაისროლა"; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
  15. კუპერმა ანანიძე ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
  16. კუპერს ანანიძე დააკლდა; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
  17. ანანიძეს "სპარტაკში" ატყუებენ - რუსეთში ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
  18. ჯანო ანანიძე: "ქართველი ვარ და ჩემი ქვეყნის ნაკრებში ვითამაშებ; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
  19. კუპერი ანანიძეს კვლავ უხმობს; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
  20. ჯანო ანანიძე: "მე ქართველი ვარ..."; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
  21. ანტირეკორდი და ანტიფეხბურთი გრძელდება; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
  22. სწორება ახალგაზრდებზე - მათ ქართველებს სანაკრებო მომავალი გაუნათეს; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"