ანანიაშ ზაიონჩკოვსკი
| ანანიაშ ზაიონჩკოვსკი | |
|---|---|
| პოლ. Ananiasz Zajączkowski | |
|
| |
| დაბ. თარიღი | 12 ნოემბერი, 1903[1] [2] |
| დაბ. ადგილი | ტრაკაი |
| გარდ. თარიღი | 6 აპრილი, 1970[1] [2] [3] (66 წლის) |
| გარდ. ადგილი | რომი |
| დასაფლავებულია | Cmentarz Karaimski |
| მოქალაქეობა |
Polska Rzeczpospolita Ludowa |
| საქმიანობა | აღმოსავლეთმცოდნე, მკვლევარი[3] და ფილოლოგი[3] |
| მუშაობის ადგილი | ვარშავის უნივერსიტეტი |
| ალმა-მატერი | ვარშავის უნივერსიტეტი და იაგელონის უნივერსიტეტი |
| სამეცნიერო ხარისხი | მეცნიერების დოქტორი |
| ჯილდოები | პოლონეთის აღორძინების ორდენის კომანდორი, პოლონეთის აღორძინების ორდენის ოფიცერი და სახალხო პოლონეთის 10 წლისთავის აღსანიშნავი მედალი |
ანანიაშ ზაიონჩკოვსკი (პოლ. Ananiasz Zajączkowski; დ. 12 ნოემბერი, 1903, ვილნიუსი, — გ. 6 აპრილი, 1970, რომი) — პოლონელი აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი. ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი (1935), პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1952).
დაამთავრა იაგელონის უნივერსიტეტი (კრაკოვი). მუშაობდა ვარშავის უნივერსიტეტში. 1953-1968 წლებში იყო პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი. მუშაობდა ორიენტალისტიკის მრავალ დარგში — თურქოლოგია, ირანისტიკა, არაბისტიკა. გამოქვეყნებული აქვს ფუნდამენტური ნაშრომები შავიზღვისპირეთის და კასპიისპირეთის თურქულენოვანი ხალხების, კერძოდ, თურქული, ყივჩაყური და ხაზარული ენების შესახებ. მას მსოფლიო აღიარება მოუტანა ნიზამის პოემის „ხოსროვ და შირინის“ გამოკვლევამ. დიდი ღვაწლი მიუძღვის მამლუქურ-ყივჩაყური ძეგლების შესწავლა-გამოცემის საქმეში.
ზაიონჩკოვსკის მჭიდრო სამეცნიერო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ აღმოსავლეთმცოდნეებთან: გიორგი წერეთელთან, სერგი ჯიქიასთან. რამდენჯერმე იყო საქართველოში. 1966 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სვანიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 300.
- ჯიქია ს., აკადემიკოსი ანანიაშ ზაიონჩკოვსკი (1903–70). გახსენება, {თსუ შრომები}, 1976, ტ. 180 (აღმოსავლეთმცოდნეობის სერია).
- Джикия С. С., Церетели Г. В., Из истории польского востоковедения, «მაცნე», 1964, №6.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 3 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.