ანამორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ანამორი, XI საუკუნის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ IV ბაღვაშის მწიგნობართუხუცესი.

დაახლ. 1060 წ. სულა კალმახის ერისთავის მიერ ლიპარიტის შეპყრობისა და მისი მეფე ბაგრატ IV-ისათვის გადაცემის შემდეგ ანამორმა უარი განაცხადა კლდეკარის ციხესიმაგრე მეფისათვის ჩაებარებინა. "მატიანე ქართლისაჲ-ს" ცნობით, მეფის ბრძანებით კლდეკარის დამცველთა თვალწინ ლიპარიტი და მისი ძე ივანე ძელებზე გაჰკიდეს და „განწირნეს სასიკვდილოდ“. მაშინ ანამორმა ბაღვაშთა სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ ციხესიმაგრე ბაგრატს გადასცა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ქართლის ცხოვრება“, რ. მეტრეველის რედაქციით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბ., 2008: გვ. 288