ფსირცხა (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ანაკოფიისწყალი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფსირცხა.
ფსირცხა
სხვა სახელი ანაკოფიისწყალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები გუდაუთის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა)
სათავე 43°06′56″ ჩ. გ. 40°51′16″ ა. გ. / 43.115722° ჩ. გ. 40.854472° ა. გ. / 43.115722; 40.854472
შესართავი შავი ზღვა
43°05′00″ ჩ. გ. 40°48′50″ ა. გ. / 43.083472° ჩ. გ. 40.814139° ა. გ. / 43.083472; 40.814139
სიგრძე 1,5 კმ
ფსირცხა (მდინარე) — საქართველო
ფსირცხა (მდინარე)
ფსირცხა (მდინარე)
ფსირცხა (მდინარე) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ფსირცხა (მდინარე)
ფსირცხა (მდინარე)
— სათავე, — შესართავი

ფსირცხა, ანაკოფიისწყალი[1]მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. სათავეს იღებს ახალი ათონის ჩრდილოეთ განაპირას კარსტული წყაროებიდან. წარმოადგენს ახალი ათონის მღვიმის ჰიდროდინამიკური სისტემის ზედაპირულ გაგრძელებას. საზრდოობს უმთავრესად გუმიშხის მასივის კარსტული წყლებით. სიგრძე 1,5 კმ. ფაქტობრივი წყალშემკრები, ანუ მიწისქვეშა აუზი (63 კმ²) ბევრად აღემატება ტოპოგრაფიულ აუზს (4 კმ²). გამოყენებულია ახალი ათონის წყალმომარაგებისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]