ანაკლია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
11:18, 8 ივნისი 2017-ის ვერსია, Abandoner (განხილვა | წვლილი) (ამოვიღე ნეიტრალურობის დარღვევა.)
სოფელი
ანაკლია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თემი ანაკლია
კოორდინატები 42°23′37″ ჩ. გ. 41°34′09″ ა. გ. / 42.39361° ჩ. გ. 41.56917° ა. გ. / 42.39361; 41.56917
პირველი ხსენება 1703
ცენტრის სიმაღლე 30
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1 331[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99%[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 415[3]
საფოსტო ინდექსი 2100[4]
ანაკლია — საქართველო
ანაკლია
ანაკლია — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ანაკლია

ანაკლია — სოფელი და ზღვისპირა კლიმატური კურორტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ანაკლია, თიქორი). მდებარეობს ენგურის შესართავთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან, ზღვის დონიდან 30 მ. სოფელში დგას 1703 წელს აგებული ციხის ნანგრევები. სოფელში არის პოლიცია, სპორტული მოედანი, საბავშვო ბაღი, სასტუმროები.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 331 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 2 522 1 244 1 278
2014[1] 1 331 659 672

ეტიმოლოგია

ლეგენდის თანახმად ამ ადგილას დედას (ანას) შვილი მოსტაცეს და გემით მიჰყავდათ, დედა კი ზღვის ნაპირას სასოწარკვეთილი მოთქვამდა. ხალხმა რომ გაიგო ქალის კივილი ერთმანეთს კითხეს – „რა ხდებაო“ „ანა რკიანს“-ო (მეგრ. ანა კივისო) იყო პასუხი. ამიტომ ამ ლეგენდით ამ ადგილას „ანარკია“ (აკივლებული) ეწოდა, ვინაიდან ხშირი იყო ამდაგვარი შემთხვევები დღეს კი – „ანაკლია“ ეწოდება.

ისტორია

ანაკლია პონტოს სამეფოს ქალაქ ჰერაკლეას ერთ-ერთი კოლონია იყო. ფეოდალურ ხანაში ანაკლია ტრაპიზონთან და კონსტანტინოპოლთან მნიშვნელოვან ვაჭრობას აწარმოებდა, რაც ძირითადად ტყვის სყიდვაში გამოიხატებოდა. ანაკლიაში განვითარებული იყო მეთევზეობა, რაც ოსმალო ვაჭრების ხელში იყო. 1820 წელს ანაკლია და შეკვეთილი რუსეთის ჯარმა დატოვა.

კურორტი

ანაკლია ზღვისპირა კლიმატური კურორტია. სოფელში რამდენიმე მაღალი კლასის სასტუმროა აშენებული. სოფელ განმუხურთან დაკავშირებულია 552-მეტრიანი საფეხმავლო ხიდით. ანაკლიაში 2014 წელს ჩატარდა ელექტრონული მუსიკის ფესტივალი კაზანტიპი. მას შემდეგ, რაც იგი დაიხურა, საფუძველი ჩაეყარა GEM Fest-ს, რომელიც 2015 წლიდან დღემდე იმართება.

ქალაქი ლაზიკა

2011 წელს იგეგმებოდა ანაკლიისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭება.[5]დასახლებას ქალაქის სტატუსი ოფიციალურად არ მინიჭებია, თუმცა 2012 წელს საქართველოს მთავრობამ გაახმოვანა ინიციატივა, რომლის მიხედვით ანაკლიის ტერიტორიაზე ყულევამდე ახალი საპორტო ქალაქი ლაზიკა უნდა გაშენებულიყო.[6].იგი საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი უნდა ყოფილიყო თბილისის შემდეგ. საქართველოს ხელისუფლების გათვლებით 2024 წლისათვის ლაზიკას ნახევარი მილიონი მცხოვრები ეყოლებოდა[7].ქალაქის სავარაუდო გაშენების ტერიტორია მოიცავდა კოლხეთის ეროვნული პარკის ანაკლია-ჭურიის უბანს, რომელიც ფრინველთა ყველაზე დიდი მიგრაციის მარშრუტია[8], ხოლო „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგის ტერიტორიებს“ კი გაეროს რამსარის კონვენცია იცავს, რომელსაც საქართველო 1996 წელს მიუერთდა[9]. დაიწყო რამდენიმე შენობის მშენებლობა, მაგრამ პროექტი შეწყდა.[10] ამჟამად ანაკლიაში დაგეგმილია ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა[11]

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  4. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  5. ანაკლია საკურორტო ქალაქი ხდება
  6. მიხეილ სააკაშვილი: ანაკლიიდან ყულევამდე ახალი ქართული ქალაქი - ლაზიკა აშენდება
  7. საქართველოში ახალი ქალაქი ლაზიკა აშენდება
  8. Ramsar Sites Information Service
  9. რა ბედი ელის კოლხეთის ეროვნულ პარკს?!
  10. ლაზიკა აღარ აშენდება
  11. რადიო თავისუფლება

რესურსები ინტერნეტში