ანაიდა ბოსტანჯიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანაიდა ბოსტანჯიანი
სომხ. Անահիտ Բոստանջյան
დაბადების თარიღი 10 სექტემბერი, 1949(1949-09-10)
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი 8 იანვარი, 2017(2017-01-08)[1] (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
საქმიანობა პოეტი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი გიუმრის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი
ჯილდოები მოსე ხორენაცის მედალი

ანაიდა ბოსტანჯიანი (სომხ. Անահիտ Բոստանջյան; დ. 10 სექტემბერი, 1949, თბილისი — გ. 8 იანვარი, 2017, თბილისი) — თბილისში მოღვაწე სომეხი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1966 წელს დაამთავრა თბილისის 34-ე საშუალო სკოლა. 1972 წელს მიხეილ ნალბანდიანის სახელობის გიუმრის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სომხური ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1972-1975 წლებში მუშაობდა მასწავლებლად კალინინის რაიონში. 1975 წელს დაბრუნდა თბილისში და მუშაობა დაიწყო გამომცემლობა „მერანში“, ჯერ კორექტორად და რედაქტორად, ხოლო შემდეგ მთავარ რედაქტორად. ამავე პერიოდში ხელმძღვანელობდა თბილისის ალ. პუშკინის სახელობის ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრას. დაკავებული იყო ჟურნალისტური მოღვაწეობითა და მთარგმნელობითი სამუშაოებით.

1994 წლიდან იყო გაზეთ „Վրաստան“-ის („ვრასტან“) რეპორტიორად. 2007 წლიდან ლიტერატურულ-კულტურულ არასამთავრობო ორგანიზაციის „ხიდის“ წევრია.

მან ქართულიდან სომხურად თარგმნა თამაზ ჭილაძე, ვაჟა-ფშაველა, გრიგოლ რობაქიძე, რევაზ მიშველაძე, არჩილ სულაკაური, გრიგოლ აბაშიძე, ირაკლი სამსონაძე და სხვ. ხოლო სომხურიდან ქართულზე ოქრო ოქროიანი, სონა ვანი, ვარდან აკოფიანი, ავიკ დერენცი, სამველ მარგარიანი და სხვ.

გამოქვეყნებული აქვს 500-ზე მეტი წიგნი. თარგმნიდა ქართულ, რუსულ, ინგლისურ და სპარსულ ენებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]