ანაგარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ანაგარა — ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობდა თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ე. წ. ღორინამკლის მთის ძირში.

მას არ იცნობენ ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები, არც საისტორიო წყაროებსა და დოკუმენტებში გვხვდება.

როგორც ჩანს, აქ სოფლის ცხოვრება ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მოიშალა. მოსახლეობის ნაწილი ჩამოვიდა სოფელ დამჩხეულაში, რომლის ერთ-ერთ უბანს, სადაც კურტანიძეები სახლობენ, ანაგარას უწოდებენ.

ნასოფლარზე შემორჩენილია გვიანფეოდალური ხანის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლაცაბიძე თ. ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში // „ხაშურის მოამბე“ : გაზ., 4 მარტი, 2019, № 9, გვ. 4.