ამფიპროსტილი
იერსახე

ამფიპროსტილი (ძვ. ბერძნ. ἀμφιπροστῦλος < ἀμφι- — „ამფი...“, προ- [pro-] — „წინა“ და στῦλος [stylos] — „სვეტი“) — ტაძრის ტიპი ძველ საბერძნეთში; გეგმით სწორკუთხოვანი შენობა, რომლის ვიწრო ფასადებს სვეტებიანი პორტიკები ამშვენებს. ცნობილია ხუროთმოძღვარ კალიკრატეს პროექტით აგებული ამფიპროსტილი — ნიკე აპტეროსის („უფრთო ნიკეს“) ტაძარი ათენის აკროპოლისზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 414-415.