შინაარსზე გადასვლა

ამფიბოლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამფიბოლები (ძვ. ბერძნ. ἀμφίβολος [amphibolos] — „საეჭვო“, „ორგვარი“ — მინერალთა ჯგუფი, რიც წარმოდგენილია მაგნიუმის, რკინის, კალციუმის და შედარებით იშვიათად, ალუმინისა და ტუტეების შემცველი ბაფთისებრი აგებულების სილიკატებით; მდიდარია აქროლადი ნივთიერებით F, იშვიათად — Cl.

ამფიბოლების ზოგადი ქიმიური ფორმულაა — ,[1] სადაც

A _ Na K Ca Pb Li
B2 Na Ca Mn2+ Fe2+ Mg Li
C5 Mg Fe2+ Mn2+ Al Fe3+ Cr3+ Mn3+ Ti4+ Li
T8 Si Al Ti4+ Be
O22 ჟანგბადი
W2 (OH) F Cl O2–

ამფიბოლების კრისტალურ-ქიმიური სტრუქტურის საფუძველს ქმნის კომპლექსური ანიონი და ზოგჯერ , და დამატებითი . ბაფთისებრი სტრუქტურის გამო, კრისტალებს პრიზმული იერი და პრიზმის გასწვრივ სრული ტკეჩვადობა აქვს. კრისტალებში განარჩევენ რომბული და მონოკლინური სინგონიის ამფიბოლებს. მთავარი ამფიბოლებია: რომბული–ანთოფილიტი, მონოკლინური–ტრემოლიტი, აქტინოლითი, რქატყუარა, არფვედსონიტი, გლაუკოფანი და სხვა. რკინის შემცველობის მიხედვით ამფიბოლები სხვადასხვა ფერისაა: უფერო, მწვანე, უმეტესად შავი. სიმაგრე მინერ. სკალის მიხედვით 5-6, სიმკვრივე – 2800-3460 კგ/მ³.

ამფიბოლები დედამიწის ქერქის 2-3%-ს შეადგენენ, შედიან მრავალი მაგმური და მეტამორფული ქანის შემადგენლობაში (რქატყუარიანი გაბრო, დიორიტი, სიენიტი და სხვა). ზოგჯერ ქანი ერთადერთი მინერალით — ამფიბოლითაა აგებული (ჰორნბლენდიტი, ამფიბოლიტი, ამფიბოლიანი ფიქლები). ამფიბოლების დაშლითა და გამოფიტვის შედეგად ჩნდება ქლორიტი, ეპიდოტი, კარბონატები, რკინის ჰიდროჟანგები, ოპალი, ქალცედონი, კვარცი და სხვა. ამფიბოლების სელისებრ-ბოჭკოვან სახესხვაობას — ამფიბოლ-აზბესტს იყენებენ ტექნიკაში.

  1. IMA report: Nomenclature of the amphibole supergroup (PDF Download Available). ResearchGate. ციტირების თარიღი: 2017-08-27.