ამუდარიის დიდი ცრუდინგნიჩაბა (ლათ.Pseudoscaphirhynchus kaufmanni) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. ბინადრობს მდინარე ამუდარიის წყლებში პიანჯამდე. მტკნარი წყლის თევზებია. ზღვაში არ შედის, თუმცა ცალკეული ეგზემპლარები გვხვდება მდინარე ამუდარიის მარილიან დელტაში და შესართავისპირა რაიონებში. გავრცელების არეალია: ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. სქესობრივად მწიფდება 6-8 წლის ასაკში. ტოფობს აპრილში. სხეულზე ბასრი ფარეკლების 2 მწკვრივია. დამახასიათებელია დიდი პირი და პატარა თვალები. სიგრძე 60 სმ, წონა 1 კგ-მდე. ყრის 1000-1900 ქვირითს, რომელთა დიამეტრია 1,9-2,4 მმ. ყველაზე მსხვილი ეგპემპლარები ყრიან 37 ათასადმე ქვირითს. იკვებება მწერების ლარვებითა და ქვირითით. ძვირფასი თევზია. მცირერიცხოვნების გამო სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს.