ამტყელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ამტყელი (მდინარე))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ამტყელი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ამტყელი (მრავალმნიშვნელოვანი).
ამტყელი
მდინარე ამტყელი.jpg
ქვეყნები საქართველოს დროშა საქართველო
სათავე ჩხალთის ქედი
43°15′54″ ჩ. გ. 41°19′56″ ა. გ. / 43.265083° ჩ. გ. 41.332306° ა. გ. / 43.265083; 41.332306
შესართავი ამყტელის ტბა
43°05′54″ ჩ. გ. 41°17′53″ ა. გ. / 43.098583° ჩ. გ. 41.298222° ა. გ. / 43.098583; 41.298222
სიგრძე 39 კმ
აუზის ფართობი 398 კმ²
ამტყელი (საქართველო)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg

ამტყელი — მდინარე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სიგრძე 39 კმ, აუზის ფართობი 398 კმ². სათავე აქვს ჩხალთის ქედის დასავლეთ ნაწილში, ამტყელის უღელტეხილთან. ზემო დინება ტროგულ ხეობაში მიედინება, შემდეგ კი ღრმა და ვიწრო ხეობაში. ერთვის ამტყელის ტბას, საიდანაც მიწისქვეშა გზით გაედინება. ამტყელი (სიგრძე 10 კმ-მდე), რომელიც მდინარე კოდორის მახლობლად გამოდის მიწის ზევით, მარცხნიდან იერთებს მდინარე ჯამპალს და იქვე ერთვის კოდორს.

ამტყელი საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგს იცის, წყალმცირობა — ზამთარში.

ლიტერატურა[რედაქტირება]