ამპერმეტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიკროაპერმეტრი

ამპერმეტრიმუდმივი და ცვლადი დენის გასაზომი ხელსაწყო. იმის მიხედვით, თუ როგორია ხელსაწყოს გაზომვის ზღვრები, ამპერმეტრის სკალა დაყოფილია ამპერებად (ა, A), კილოამპერებად (კა, kA), მილიამპერებად (მა, mA) ან მიკროამპერებად (მკა, µA). გაზომვის ზღვრების გასადიდებლად ამპერმეტრს შუნტით ან ტრანსფორმატორით რთავენ. ამპერმეტრში გამავალი დენის გავლენით მოძრავი ნაწილი და მასთან დაკავშირებული ისარი შემობრუნდება დენის ძალის პროპორციული კუთხით. ამპერმეტრში გამოყენებულია მაგნიტოელექტრონული, ელექტრომაგნიტური, ელექტროდინამიკური და სხვა სისტემები.

შენიშვნა!

ამპერმეტრი ელექტრულ წრედში ირთვება თანმიმდევრობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]