ამოორთქვლა
ამოორთქვლა — გამხსნელი აორთქლებით მყარ ნივთიერებათა ხსნარების კონცენტრირების პროცესი. ძირითადად იყენებენ წყალხსნარებისათვის კვების მრეწველობაში (შაქრის, კონსერვებისა და სხვა წარმოება), ქიმიურ მრეწველობაში და სხვა. სამრეწველო ამოორთქვლას ატარებენ ვაკუუმის პირობებში (გასახურებლად წყლის ორთქლს იჯენებენ), რითაც მცირდება ხსნარის დუღილის ტემპერატურა და შესაძლებელი ხდება ისეთი ხსნარების ამოორთქვლა, რომელთა ძლიერი გახურება სასურველი არაა. ორთქლის ხარჯის ეკონომიის მიზნით იყენებენ მრავალჯერად ანუ მრავალკორპუსიან ამოორთქვლას, დანადგარის პირველ კორპუსში ამოორთქვლის შედეგად მიღებულ ე. წ. მეორეულ ორთქლს იყენებენ მოზდევნო კორპუსში აორთქვლისათვის, რაც საშუალებას გვაძლევს საქვაბიდან გამახურებელი ორთქლი მხოლოდ პირველ კორპუსს მივაწოდოთ. მრავალკორპუსიანი დანადგარისათვის აუცილებელია პირველი კორპუსიდან წნევის თანდათანობითი შემცირება, რათა ყოველ კორპუსში უზრუნველყოფილ იქნეს გამახურებელ ორთქლსა და მდუღარე სითხეს შორის სითბოს გადაცემისათვის აუცილებელი ტემპერატურის სხვაობა. ერთკორპუსიან დანადგარებში ზოგჯერ მიზანშეწონილია თბური ტუმბოს გამოყენება, ე. ი. მეორეული ორთქლის შეკუმშვით მისი ტემპერატურის აწევა და აპარატის გასახურებლად დაბრუნება. ამ ხერხს მიმართავენ რძის ხილის წვნისა და სხვა წარმოებაში, სადაც ხსნარის დუღილის ტემპრა ახლოა გამხსნელის დუღილის ტემპერატურასთან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 402.