ამონიუმი
Jump to navigation
Jump to search
ამონიუმი — იონი , შედის მრავალი ნაერთის შემადგენლობაში, სადაც ერთვალენტოვანი ლითონის როლს ასრულებს. ასეთებია ამონიუმის ჰიდროჟანგი და ამონიუმის მარილები: ამონიუმსულფატი, ამონიუმქლორიდი და სხვ. წყალხსნარებში ამონიუმის ნაერთების დისოციაციის დროს ამონიუმი კატიონის სახითაა, მაგ.: . ამონიუმის მარილების უმეტესობა უფერო კრისტალური ნივთიერებებია, წყალში კარგად იხსნება, გახურებისას ადვილად იშლება და გამოყოფს ამიაკს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 402, თბ., 1975 წელი.