შინაარსზე გადასვლა

ამოან თუხარელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თუხარელი ამოან — მესხი თავადი, რომელიც ოჯახთან ერთად XVII საუკუნის 20-იან წლებში გადმოსახლდა ქართლში. ის შეუერთდა ქართლის სამეფოს მემარჯვენე სადროშოში მებრძოლ თავადებს: გიორგი ბატონიშვილს, მაჩაბლებს, ქაიხოსრო და გულბათ ავალიშვილებს, ელისბარ დიასამიძეს, ფალავანდიშვილებსა, და სხვებს.

1632 წელს თეიმურაზ მეფემ დაუმტკიცა ნასყიდობა და ცნო მისი უფლებები ზურაბ სააკაძისგან ნასყიდ სოფლებზე: სამება, ჯვარა, მადლა, ცხავერი, კაჟათუბანი. 1640 წელს როსტომ მეფემ მას უწყალობა ყმა-მამული ცუცუბანში. 1646 წელს ის კვლავ იღებს წყალობას როსტომ მეფისაგან, თიღვაში ამოვარდნილ წერეთლის მამულს. ამოანს ჰყავდა შვილები: მელქისედექი, ლამექი, დავითი და პაპუნა. დანათესავებულია გორგასალ ჩხეიძის ოჯახთან. მის ვაჟს ლამექ თუხარელს მეფის კარზე ფარეშთუხუცესის თანამდებობა ეპყრა, ლამექს ცოლად ხორეშან ჯავახიშვილი ჰყავდა.

  • მზია სურგულაძე, ქართულ ფეოდალურ საგვარეულოთა ისტორიიდან, თბ., 1999

ხელნაწერთა ინსტიტუტი HD-2124