ამიუზ-ბაუში
|
პარმეზანის და პანა კოტას ამიუზ-ბაუში | |
| ალტერნატიული სახელები |
ამიუზ-გუელე |
|---|---|
| რიგითობა | აპეტაიზერი |
| წარმოშობის ადგილი | საფრანგეთი |
ამიუზ-ბაუში (ფრანგ. Amuse-gueule) ― მცირე, დაახლოებით ერთი ლუკმის ზომის აპეტაიზერი.[1] ამიუზ-ბაუში განსხვავდება სხვა აპეტაიზერებისგან იმით, რომ მას სტუმრები მენიუდან არ უკვეთავენ – ამის ნაცვლად, შეფი მათ უფასოდ უმასპინძლდება. ეს კერძი გამოიყენება როგორც სტუმრის მადის აღსაძვრელად, ასევე შეფ-მზარეულის სტილის წარმოსაჩენად.
ტერმინი ფრანგულია და სიტყვასიტყვით „პირის გამრთობს“ ნიშნავს. ფრანგულ მენიუებში ის 1980-იანი წლებიდან გაჩნდა.[2][3] ამიუზ-ბაუში ეწოდება პოპულარული ფსიქოლოგიური ტელესერიალის, "ჰანიბალის" ერთ-ერთ ეპიზოდსაც.[4]
რესტორნებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამიუზ-ბაუში წარმოადგენს მომცრო, ინტენსიურად არომატულ კერძს.[5] ჩვეულებრივ, ის მხოლოდ ერთი ან ორი ლუკმაა, წინასწარაა შერჩეული შეფ-მზარეულის მიერ და სტუმრები მას უფასოდ მიირთმევენ.
ამიუზ-ბაუში შესაძლოა საკმაოდ მარტივი ინგრედიენტებისგან შედგებოდეს, მაგალითად, თეფშზე იდოს მხოლოდ ზეთისხილი. თუმცა, განსაკუთრებით დიდ რესტორნებში, ის ხშირად ხდება შეფ-მზარეულის კრეატივის წყარო. ჟან-ჟორჟ ფონგერიხტენის, ნიუ-იორკელი ცნობილი შეფ-მზარეულის თქმით, „ამიუზ-ბაუში საუკეთესო საშუალებაა დიდი შეფ-მზარეულისთვის, გამოხატოს თავისი დიდი იდეები მცირე ლუკმებში“.[6]
მიუხედავად მისი მცირე ზომისა, ეს კერძი დიდ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ყველა სტუმრისათვის მისართმევად საკმარისი რაოდენობით უნდა მომზადდეს, როგორც წესი, შეკვეთის მიღებისთანავე ან ძირითად კერძებს შორის. ეს ხშირად მოითხოვს ცალკე სამზარეულოს, რომელიც მხოლოდ ამიუზ-ბაუშის სწრაფად მოსამზადებლად არის შექმნილი. ასევე, სერვირებისთვის საჭიროა სხვადასხვა ფორმის თეფშის დიდი და მრავალფეროვანი კოლექცია. ამ მხრივ, საინტერესო თეფშები, დიდი ჭიქები და აზიური სტილის სუპის კოვზები განსაკუთრებით პოპულარული არჩევანია. გარდა ამისა, სამზარეულო მზად უნდა იყოს ამიუზის ხელახლა მოსამზადებლად, რადგან სტუმრებს შესაძლოა გათვლილი ინგრედიენტები არ უყვარდეთ ან მათზე ალერგია ჰქონდეთ.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
იაპონური ამიუზ-ბაუში რეჰანით, რეჰანის ყვავილითა და ორაგულით
-
ამიუზ-ბაუში ფრანგულ რესტორანში
-
ნიახურის წვნიანი შემწვარი სიმინდით
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (2006) Bon Appétit: A Dictionary of French Restaurant Terms. Concorde French Language Publications, გვ. 3. ISBN 0-9545991-2-8.
- ↑ Burgel, Patrick (2005). Le petit dictionnaire des pluriels: 5000 mots. Chatou: Éditions Carnot, გვ. 35. ISBN 2-84855-114-3.
- ↑ (2011) Dictionnaire Le Petit Robert. Éditions Le Robert. ISBN 978-2849028988.
- ↑ Amuse-Bouche. ციტირების თარიღი: 20.09.25.
- ↑ Clark, Melissa (2006-08-30). „Tiny Come-Ons, Plain and Fancy“. The New York Times. ციტატა: „In the long history of cuisine, amuse-bouches (also called amuse-gueules) are relative newcomers, entering into fashion during the salad days of nouvelle cuisine and gaining in prominence and complexity ever since. Before that, said the chef Jean-Georges Vongerichten of Jean Georges (which serves a stunning, ever-changing array of amuse-bouches), fancy French restaurants presented simple canapés and hors d'oeuvres like smoked salmon sandwiches and gougères with drinks“
- ↑ Tramonto, Rick; Goodbody, Mary (2002) Amuse-Bouche: Little Bites That Delight Before the Meal Begins. New York: Random House. ISBN 0-375-50760-4. OCLC 49225896.