შალვა ამისულაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ამისულაშვილი, შალვა)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამისულაშვილი.
შალვა ამისულაშვილი
დაბადების თარიღი 15 აპრილი, 1915(1915-04-15)
დაბადების ადგილი თელავი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 27 მაისი, 1981(1981-05-27) (66 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი

შალვა ზაქარიას ძე ამისულაშვილი (დ. 15 აპრილი, 1915, თელავი — გ. 27 მაისი, 1981, თბილისი) — ქართველი პოეტი, ბელეტრისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1940 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და აქედან მოყოლებული ორმოცი წლის მანძილზე ემსახურებოდა მშობლიურ ლიტერატურას. ცნობილია მისი პოეტური კრებულები: „პირველი წიგნი“, „თალარი“, „ძმადნაფიცები“, „ქართული მიწა“, „პოემები“, „ეყურვილი“, „ბალადები“ და სხვა. სიცოცხლის ბოლო წლებში შალვა ამისულაშვილმა თავის პოეტურ ქმნილებებს გვერდში ამოუყენა საგულისხმო ბელეტრისტული ნაწარმოებები - პოეტური მოთხრობა „შავი მუშამბა“ (ფიროსმანზე), ფრონტული მოგონებები და მოთხრობები.

შალვა ამისულაშვილი იყო გაზეთ „კომუნისტისა“ და „ლიტერატურული საქართველოს“ განყოფილების გამგე. წლების მანძილზე ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა გამომცემლობებში, საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტში და წიგნის პალატაში. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]