ამირთა ამირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ამირთამირა)
Jump to navigation Jump to search

ამირთა ამირა, ამირთამირა — ქალაქის თავი ფეოდალურ საქართველოში. XII საუკუნის ბოლოდან, როდესაც ეს მოხელეობა დაწესდა, XV საუკუნამდე ასე ეწოდებოდა მხოლოდ თბილისის გამგებელს (გამონაკლისის სახით XIII საუკუნის დასაწყისში კარის, ახლანდელი ყარსის, ამირთამირობა მიიღო ივანე ახალციხელმა). ამირთა ამირა იყო მეჭურჭლეთუხუცესის „ქვეშე დაწესებული“ მოხელე, მისი მოადგილე ანუ „ნაცვალი“. სავარაუდოა, რომ მას ექვემდებარებოდნენ სხვა „ქალაქის ამირები“ (ქუთაისის, დმანისის, რუსთავის, ჟინვანისა და სხვა). ამირთა ამირას ევალებოდა ქალაქის მოვლა-პატრონობა, მოქალაქეთა გასამართლება და „ქალაქის პირის სოფლებზე“ (ქალაქის შემოგარენი) მზრუნველობა. XV საუკუნის შემდეგ, საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის პერიოდში, „ქალაქის ამირთამირები“ ჩნდებიან საქართველოს სხვა ქალაქებშიც (ახალციხე, ქუთაისი). XVII საუკუნიდან ამირთა ამირას უკვე „ქალაქის მოურავი“ ეწოდება, თბილისის უკანასკნელი ამირთა ამირა იყო დიდი მოურავი - გიორგი სააკაძე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]