შინაარსზე გადასვლა

ამირან შალიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამირან შალიკაშვილი
დაბადების თარიღი 22 მარტი, 1939
კოკანდი, უზბეკეთის სსრ
გარდაცვალების თარიღი 24 ნოემბერი, 2018 (79 წლის)
თბილისი

ამირან შალიკაშვილი (დ. 22 მარტი, 1939, კოკანდი, უზბეკეთის სსრ, სსრკ — გ. 24 ნოემბერი, 2018, თბილისი, საქართველო) — ქართული პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი, მსახიობი, რეჟისორი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2013).

1960 წელს დაამთავრა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის სარეჟისორო ფაკულტეტი, 1964 წელს – თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამის მსახიობის სპეციალობით.

1961 წლიდან არის ქართული პროფესიონალური პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი. 1965–1969 წლებში იყო თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის, ხოლო 1969–1973 წლებში — მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. 1973–1975 წლებში იყო ფილარმონიის პანტომიმის დასის ხელმძღვანელი. 1975 წლიდან არის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის დამაარსებელი და მის შემდეგ დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. აგრეთვე არის თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში პანტომიმის განხრის დამაარსებელი (1978). 1999 წლიდან არის ბათუმის სახელმწიფო ხელოვნების ინსტიტუტის პანტომიმის სარეჟისორო და სამსახიობო სახელოსნოს ხელმძღვანელი. არის ავტორი წიგნებისა „პანტომიმა დუმილის პოეზიაა“ (1999), „დუმილის შემდეგ“ (2004), „ხილვები ფიროსმანზე“ (2004), „ცრემლიანი შემოდგომა“ (I, 2005; II, 2006). გარდაიცვალა 2018 წლის 24 ნოემბერს. მეუღლესთან, მსახიობ კირა მებუკესთან ერთად დაკრძალულია მახათას პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • „ევროპის მიმების“ ფედერაცია, თავმჯდომარის მოადგილე (1990-2018)
  • საქართველოს თეატრალური კავშირის გამგეობა, წევრი (1965-2018)

ჯილდოები და პრემიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • პანტომიმა - დუმილის პოეზია (ავტორი). - თბილისი, 1999. - 175 გვ.
  • დუმილის შემდეგ... : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ეგრისი, 2003. - 128 გვ.
  • ხილვები ფიროსმანზე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ეგრისი, 2004. - 63 გვ.
  • ცრემლიანი შემოდგომა : მსახიობის მონოლოგი (ავტორი) // წ. 3. - თბილისი, ეგრისი, 2010. - 262 გვ.
  • ვარდის ცრემლით მიტირია...შენთვის, მხოლოდ შენთვის : ლექსები (ავტორი). - თბილისი, 2011. - 328 გვ.. - ISBN: 978-9941-0-0844-3
  • დაკარგული ტკივილი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, 2012. - 164 გვ.. - ISBN: 978-9941-9290-2-1

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]