ამირან საყვარელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამირან საყვარელიძე (დ. 18 სექტემბერი, 1927, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1967 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამდინარო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია.

1967-1968 წლებში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში" ინჟინრად. 1968-2010 წლებში კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში. იყო ასპირანტი, უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1968-1975 წლებში. 1975-1988 წლებში იყო წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. მუშაობდა განყოფილების გამგედ 1988-2008 წლებში. 2006-2010 წლებში კი დირექტორის მოადგილედ. იგი 2011 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტის უფროსი. მისი მონაწილეობით დამუშავებულ იქნა "ენგურჰესისა" და ვარდნილჰესების ობიექტების პროექტები. მონაწილეობდა ნორმატიული დოკუმენტების დამუშავებაში, კერძოდ ნორმატიული დოკუმენტის "სამშენებლო ნორმები და წესები სეისმომედეგი მშენებლობა" საქართველოს რესპუბლიკის პირობებში. აგრეთვე სამშენებლო კომპოზიტების ტენგამტარობის ახალი თეორიის შემუშავებაში. მრავალწლიანი პროფესიული პრაქტიკული საქმიანობის, სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 1975 წელს. 1988 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Некоторые задачи механики строительных композиционных материалов, Тб., 1998, с. 131

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2021, გვ. 229-230

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]