ამირან გომართელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომართელი.

ამირან იოსების ძე გომართელი (დ. 11 აგვისტო, 1946, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1998).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1969 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1973-2006 წლებში იქვე კითხულობდა ლექციებს. 1973-1989 წლებში მუშაობდა უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე, 1989-2006 წლებში იყო ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის კათედრის გამგე, 1997-2006 წლებში — ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. 1999 წლიდან რედაქტორია ფილოლოგიის ფაკულტეტის ალმანახისა „ლიტერატურა და სხვა“. გომართელმა არაერთი წერილი მიუძღვნა XIX-XX საუკუნეებში ქართულ მწერლობას, მათ შორის აღსანიშნავია „ქართული სიმბოლისტური პროზა“ (1997), ლიტერატურული წერილები და ესეები (2005). წიგნისათვის „ჭირთა თქმა სჯობს“ (1985) გომართელს მიენიჭა ნ. ლორთქიფანიძის სახ. პრემია (1986). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]