ამირანტის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამირანტის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Amirantes Islands
Amirantes-Sat.png
ამირანტის კუნძულების ხედი კოსმოსიდან
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 6°00′00″ ს. გ. 53°04′00″ ა. გ. / 6.00000° ს. გ. 53.06667° ა. გ. / -6.00000; 53.06667
კუნძულთა რაოდენობა 24
მთავარი კუნძული დეროში
ფართობი 9,90 კმ²
სეიშელის დროშა სეიშელის კუნძულები
ოლქი სეიშელის გარე კუნძულები
დემოგრაფია
მოსახლეობა 100
სიმჭიდროვე 10,10 ად. /კმ²

ამირანტის კუნძულები (ინგლ. Amirantes Islands) — არქიპელაგი ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში კუნძულ მადაგასკარიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 300 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით სეიშელის კუნძულებიდან. შედის სეიშელის გარე კუნძულებში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქიპელაგი შედგება 8 ცალკეული კუნძულისაგან (5 დაბალი ქვიშოვანი კუნძული და 3 მაღალი ქვიშოვანი კუნძული) და 3 ატოლისაგან, რომელთა კუნძულების საერთო რაოდენობაა 18 (სენ-ჟოზეფის ატოლი — 14, დეროში — 1 და Poivre Islands — 3). სრული სურათის შესაქმნელად ამ 11 ერთეულის გარდა ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია წყალქვეშა რიფი და წყალქვეშა შელფი კუნძულების გარეშე. არქიპელაგის 5 ყველაზე დიდი კუნძული დასახლებულია. კუნძულების სხვადასხვა ტიპი ცხრილში ნაჩვენებია შესაბამისი ფერით.

კუნძულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული ტიპი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (მიახლ.)
კოორდინატები
1 Lady Denison-Pender Shoal წყალქვეშა შელფი - - 4°49′ ს. გ. 53°20′ ა. გ. / 4.817° ს. გ. 53.333° ა. გ. / -4.817; 53.333
2 რიფი რემირი წყალქვეშა რიფი - - 5°05′ ს. გ. 53°21′ ა. გ. / 5.083° ს. გ. 53.350° ა. გ. / -5.083; 53.350
3 მარია-ლუიზას კუნძული მაღალი ქვიშოვანი კუნძული 0,526 15 6°11′ ს. გ. 53°08′ ა. გ. / 6.183° ს. გ. 53.133° ა. გ. / -6.183; 53.133
4 Île Desnœufs (Isle des Noeufs) მაღალი ქვიშოვანი კუნძული 0,35 - 6°14′ ს. გ. 53°03′ ა. გ. / 6.233° ს. გ. 53.050° ა. გ. / -6.233; 53.050
5 რემირი მაღალი ქვიშოვანი კუნძული 0,27 - 5°07′ ს. გ. 53°19′ ა. გ. / 5.117° ს. გ. 53.317° ა. გ. / -5.117; 53.317
6 აფრიკან-ბანქსი ქვიშოვანი კუნძული 0,3 - 4°53′ ს. გ. 53°24′ ა. გ. / 4.883° ს. გ. 53.400° ა. გ. / -4.883; 53.400
7 D’Arros Island (Daros) ქვიშოვანი კუნძული 1,50 15 5°24′ ს. გ. 53°18′ ა. გ. / 5.4083° ს. გ. 53.300° ა. გ. / -5.4083; 53.300
8 Bertaut Reef ქვიშოვანი კუნძული 0,002 - 5°39′06″ ს. გ. 53°14′18″ ა. გ. / 5.65167° ს. გ. 53.23833° ა. გ. / -5.65167; 53.23833
9 ეტუალი ქვიშოვანი კუნძული 0,01 - 5°53′ ს. გ. 53°01′ ა. გ. / 5.883° ს. გ. 53.017° ა. გ. / -5.883; 53.017
10 ბუდიოზი ქვიშოვანი კუნძული 0,01 - 6°05′31″ ს. გ. 52°49′50″ ა. გ. / 6.09194° ს. გ. 52.83056° ა. გ. / -6.09194; 52.83056
11 სენ-ჟოზეფი ატოლი 1,21 10 5°25′ ს. გ. 53°20′ ა. გ. / 5.417° ს. გ. 53.333° ა. გ. / -5.417; 53.333
12 დეროში ატოლი 3,24 50 5°41′ ს. გ. 53°41′ ა. გ. / 5.683° ს. გ. 53.683° ა. გ. / -5.683; 53.683
13 Poivre Islands ატოლი 2,48 10 5°46′ ს. გ. 53°19′ ა. გ. / 5.767° ს. გ. 53.317° ა. გ. / -5.767; 53.317
ამირანტის კუნძულები არქიპელაგი 9,90 100 04°49'-დან 06°14'-მდე ს.გ.,
52°50°-დან 53°41'-მდე ა.გ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქიპელაგი 1502 წელს აღმოაჩინეს ვასკო და გამას პორტუგალიური ექსპედიციის დროს და სახელი უწოდეს ადმირალ ამირანტის (პორტ. Ilhas de Amirante) პატივსაცემად. 1742 წელს საფრანგეთმა კუნძულები საკუთარ კოლონიად გამოაცხადა. ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ, კუნძულები 1814 წელს გადავიდა დიდი ბრიტანეთის მფლობელობაში და მიეკუთვნა მავრიკის. 1909 წელს სეიშელის კუნძულები გახდა ცალკე კოლონია და ამირანტის კუნძულებიც მის შემადგენლობაში შევიდა. 1965 წელს კუნძული დეროში ადმინისტრაციულად გადაეცა ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორიას. 1976 წელს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ დაუბრუნდა სეიშელის კუნძულების რესპუბლიკას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]