ამირანი (ვულკანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამირანი და მისი ლავის ნაკადები

ამირანი (ლათ. Amirani) — აქტიური ვულკანი იუპიტერის გალილეისეული მთვარეებიდან ყველაზე შიდა მთვარე იოზე. წარმოქმნის ყველაზე დიდ, აქტიურ ლავის ნაკადებს მთელ მზის სისტემაში.[1]

ვულკანი პირველად 1979 წლის მარტში შენიშნეს, კოსმოსურ ხომალდ ვოიაჯერ-1-ის მიერ გამოგზავნილ ფოტოებზე.[2] მომდევნო წელს, საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა, ვულკანს ქართული მითოლოგიური გმირის — ამირანის სახელი უწოდა.

შემადგენლობა და ფიზიკური მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამრიანი დაახლოებით იუპიტერის ასაკისაა – 4,5 მილიარდი წლის. შემოსაზღვრულია გიშ-ბარ-პატერის კრატერით.[3] კრატერში არსებულ სხვა მთებთან ერთად, ამირანი მდებარეობს გაყინული გოგირდის ლავის მინდვრის ცენტრში, რომელსაც ნახევარწრის ფორმა აქვს. ამ ვულკანური ჩაღრმავების სიგანე 37 კილომეტრია და დაკავშირებულია 330 კმ სიგრძის ლავის სხვა ნაკადთან. ამირანის ნაკადების მინდვრის სამხრეთი ნახევარი შემოსაზღვრულია გოგირდის დიოქსიდის (SO2) კაშკაშა დიფუზიური დეპოზიტებით, რომლებიც ბაზალტისა და სილიციუმისაგან შედგება; ეს დეპოზიტები ამოფრქვევის შემდეგ მიწის ზედაპირზე იყინება.[4]

ამოფრქვევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ზონდ „გალილეოს“ დაკვირვებებიდან ირკვევა, ბოლოდროინდელმა ლავის ნაკადებმა ხუთ თვეზე ნაკლებ პერიოდში იოს ფართობის 620 კმ² დაფარა, რაც 6-ჯერ უფრო დიდია იმ ფართობთან შედარებით, რომელიც იოს კიდევ ერთმა ვულკანმა — კილაუეამ 21 წლის განმავლობაში დაფარა. ეს ვუკლანი მახასიათებლებით დედამიწაზე არსებულ ფარისებრ ვულკანებს შეესაბამება, რომლებშიც ამოფრქვევები წარმოქმნის ფაჰოეჰოეს ტიპის (ფაჰოეჰოე — ჰავაური სიტყვა, რომელიც აღნიშნავს რბილ, უწყვეტ ლავას) ლავის ნაკადებს, რომლებიც ძირითადად ბაზალტური მინერალებისა და გოგირდისგან შედგება.[5] იოს გეოლოგიური აქტივობა განპირობებულია მასზე მოქმედი იუპიტერის გრავიტაციული ძალებით. ამირანის ამფოქრვევებს აკონტროლებს იოს ორბიტა იუპიტერის გარშემო. ვულკანი იოს ზედაპირზე 1650 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურით ამოიფრქვევა.[6] დედამიწის ვულკანებისაგან განსხვავებით, ამირანს შეუძლია წლების მანძილზე იფრქვეოდეს, ლავის განუწტვეტელი ნაკადებით.

სახელის წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვულკანს სახელი ეწოდა ძვ. წ. 3000-2000 წლების ქართული მითოლოგიური გმირის, ამირანის პატივსაცემად. ამირანი ძველბერძნული ტიტანის, პრომეთეს ტოლფასად მიიჩნევა; იოს ერთ-ერთ ვულკანს მისი სახელიც ჰქვია. ქართული მითოლოგიის მიხედვით, ამირანი ნადირობის დიადი ქალღმერთის — დალის ძეა, რომელიც ღმერთმა იმის გამო დასაჯა, რომ მან ადამიანებს ლითონის დამუშავება ასწავლა; დასჯის მიზნით, ამირანი კავკასიონის მთებზე მიაჯაჭვეს, ყოველდღიურად მოფრინავდა არწივი, რომელიც მის ღვიძლს ჯიჯგნიდა.[7]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Keszthelyi L.; McEwen A. S.; Phillips C. B. (2007). „Geologic mapping of the Amirani–Gish Bar region of Io: Implications for the global geologic mapping of Io“ (PDF). Icarus. 186 (1): 204–217. Bibcode:2007Icar..186..204W. doi:10.1016/j.icarus.2006.08.023. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2014.08.07. ციტირების თარიღი: 2017.01.13. მითითებულია ერთზე მეტი author-name-list parameters (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archivedate=-ში (დახმარება)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-10. ციტირების თარიღი: 2011-11-13.
  2. Smith, B. A.; et al. (1979). „The Jupiter system through the eyes of Voyager 1“. Science. 204 (4396): 951–972. Bibcode:1979Sci...204..951S. doi:10.1126/science.204.4396.951.
  3. Davies, A. (2007). "Prometheus and Amirani: effusive activity and insulated flows", Volcanism on Io: A Comparison with Earth. Cambridge University Press, გვ. 208–216. ISBN 0-521-85003-7. 
  4. 39th LPSC Main Page. ციტირების თარიღი: 2015-12-14.
  5. Lopes, Rosaly M. C; Kamp, Lucas W; Smythe, William D; Mouginis-Mark, Peter; Kargel, Jeff; Radebaugh, Jani; Turtle, Elizabeth P; Perry, Jason; Williams, David A (2004-05-01). „Lava lakes on Io: observations of Io's volcanic activity from Galileo NIMS during the 2001 fly-bys“. Icarus. Special Issue: Io after Galileo. 169 (1): 140–174. Bibcode:2004Icar..169..140L. doi:10.1016/j.icarus.2003.11.013.
  6. Io: Facts about Jupiter’s Volcanic Moon. ციტირების თარიღი: 2015-12-14.
  7. Georgia: Past, Present, Future.... ციტირების თარიღი: 2015-12-14.