შინაარსზე გადასვლა

ამინტორე ფანფანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამინტორე ფანფანი
იტალ. Amintore Fanfani
დაბადების თარიღი 6 თებერვალი, 1908(1908-02-06)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბადების ადგილი Pieve Santo Stefano[11]
გარდაცვალების თარიღი 20 ნოემბერი, 1999(1999-11-20)[2] [3] [4] [5] [7] [8] [9] [12] [10] (91 წლის)
გარდაცვალების ადგილი რომი[13]
მოქალაქეობა  იტალია[14]
 იტალიის სამეფო
განათლება წმინდა გულის კათოლიკური უნივერსიტეტი
მეუღლე/ები Maria Pia Tavazzani
ჯილდოები Grand Cross of the Order of the Sun of Peru‎, doctor honoris causa of Keiō University და honorary doctorate from the University of Nice-Sophia Antipolis[15]

ამინტორე ფანფანი (იტალ. Amintore Fanfani; დ. 6 თებერვალი, 1908 – გ. 20 ნოემბერი, 1999) — იტალიელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ხუთი სხვადასხვა ვადით იკავებდა იტალიის 32-ე პრემიერ-მინისტრის პოსტს. იგი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიელი პოლიტიკოსი და „ქრისტიანული დემოკრატიის“ მემარცხენე ფრაქციის ისტორიული ფიგურა.[16] იგი ასევე ითვლება თანამედროვე იტალიური ცენტრისტულ-მემარცხენე ფრთის ერთ-ერთ დამაარსებლად.[17]

ალჩიდე დე გასპერის პროტეჟედ დაწყებული მოღვაწეობის შემდეგ, ფანფანიმ ახალგაზრდა ასაკში მიაღწია მინისტრთა კაბინეტის წევრობას და ორმოცწლიანი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში სახელმწიფოს ყველა მთავარი თანამდებობა ეჭირა. საგარეო პოლიტიკაში იგი ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო და მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა არაბულ სამყაროსთან.[18] საშინაო პოლიტიკაში იგი ცნობილი იყო იტალიის სოციალისტურ პარტიასთან თანამშრომლობით, რამაც გამოიწვია ალიანსის შექმნა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ქვეყანა ისეთი ღონისძიებებით, როგორებიცაა „Enel“-ის ნაციონალიზაცია, სავალდებულო განათლების გაფართოება და უფრო პროგრესული საგადასახადო სისტემის დანერგვა.[19]

ფანფანი მსახურობდა მრავალი მინისტრის თანამდებობაზე, მათ შორის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, შრომის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ასევე ბიუჯეტისა და ეკონომიკური დაგეგმარების მინისტრი. 1968 წლიდან 1987 წლამდე იგი ასევე სამი ვადით იკავებდა რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტის პოსტს. 1972 წელს იგი სამუდამო სენატორად დაინიშნა. ექვსი წლის შემდეგ, ჯოვანი ლეონეს გადადგომის შემდეგ, მან, როგორც იტალიის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარემ, ალესანდრო პერტინის არჩევამდე დროებით იკისრა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ფუნქციები. ხანგრძლივი პოლიტიკური გამოცდილებისა და პირადი პრესტიჟის მიუხედავად, ფანფანიმ ვერასდროს მიაღწია სახელმწიფოს მეთაურად არჩევას და გარდაიცვალა 91 წლის ასაკში, 1999 წლის 22 ნოემბერს.[20]

ფანფანი და ლიბერალების მრავალწლიანი ლიდერი ჯოვანი ჯოლიტი დღემდე ინარჩუნებენ რეკორდს, როგორც ერთადერთი სახელმწიფო მოღვაწეები, რომლებიც ხუთ სხვადასხვა არაარეთმიმდევრულ პერიოდში მსახურობდნენ იტალიის პრემიერ-მინისტრად. თანდაყოლილი პოლიტიკური ნიჭის წყალობით, მას ზოგჯერ მეტსახელად „Cavallo di Razza“-ს („წმინდა სისხლის ცხენი“)[21] უწოდებდნენ; თუმცა, მისი კრიტიკოსები, მცირე ტანის გამო, მას უბრალოდ „პონის“ ეძახდნენ.[22]

  1. ↑ Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 1 2 Amintore Fanfani
  3. 1 2 Encyclopædia Britannica
  4. 1 2 Formigoni G. Dizionario Biografico degli Italiani — Roma: Istituto dell'Enciclopedia Italiana, 2017.
  5. 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
  6. ↑ ODIS — 2003.
  7. 1 2 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
  8. 1 2 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija / A. Vujić — LZMK, 2005.
  9. 1 2 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
  10. 1 2 Munzinger Personen
  11. ↑ Фанфани Аминторе // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  12. ↑ abART
  13. ↑ RKDartists
  14. ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2012.
  15. ↑ Journal officiel de la République française, Journal officiel de la République française. Document administratif — 1975. — P. 1706. — ISSN 0242-6773
  16. ↑ "Amintore Fanfani", Enciclopedia Treccani.
  17. ↑ Franzosi, The Puzzle of Strikes, p. 202
  18. ↑ "La politica mediterranea dell'Italia. Il governo italiano e la Democrazia Cristiana di fronte al mondo arabo negli anni del centro-sinistra (1963–1972)"
  19. ↑ "Il primo governo di centrosinistra: Fanfani 1962"
  20. ↑ Gino Moliterno (2002). Encyclopedia of Contemporary Italian Culture. Routledge, გვ. 302. ISBN 978-1-134-75876-0. 
  21. ↑ "Ebbe tutte le cariche, gli sfuggì solo il Quirinale"
  22. ↑ "Amintore Fanfani" – Biografia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-07-29. ციტირების თარიღი: 2026-08-25