ამინომჟავების პოლიმერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

როდესაც ორი ამინომჟავა ისე არის მოთავსებული, რომ ერთის კარბოქსილის ჯგუფი ესაზღვრება მეორის ამინო ჯგუფს, ფერმენტი იწვევს მათ შეერთებას დეჰიდრატაციის რეაქციით, წყლის მოლეკულის მოშორებით. მიღებულ კოვალენტურ ბმას ეწოდება პეპტიდური ბმა. ამ პროცესის კიდევ და კიდევ განმეორებით, მიიღება პოლიპეპტიდი, პეპტიდური ბმით დაკავშირებული მრავალი ამინომჟავისაგან შემდგარი პოლიმერი.

პოლიპეპტიდური ჯაჭვის ერთ ბოლოში მოთავსებულია თავისუფალი ამინო ჯგუფი, ხოლო მოპირდაპირე ბოლოზე კი - თავისუფალი კარბოქსილის ჯგუფი. ამგვარად, ჯაჭვს აქვს ამინო ბოლო (N-კიდურა) და კარბოქსი ბოლო (C-კიდურა).

ატომთა განმეორებით თანმიმდევრობას, პოლიპეპტიდური ჩონჩხი ეწოდება. ამ ჩონჩხთან მიმაგრებულია სხვადასხვა სახის დამატებები, ამინომჟავათა გვერდითი ჯაჭვები.

ბუნებაში არსებულ პოლიპეპტიდთა უზომო მრავალფეროვნება კიდევ ერთხელ ასაბუთებს ადრე წარმოთქმულ აზრს - რომ უჯრედებს უამრავი განსხვავებული პოლიმერის შექმნა შეუძლიათ შეზღუდული რაოდენობის მონომერთა ნაკრებით, თუ კი მონომერები განხსვავებული თანამიმდევრობით დაუკავშირდებიან ერთმანეთს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნილ კემპბელი, ჯეინ ბ. რისი, „ბიოლოგია“, VII გამოცემა, გვ. 101, თბ., 2009 წელი.