ამინოდონტისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამინოდონტისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Amynodontidae
Cadurcotherium nouleti

ამინოდონტისებრნი (ლათ. Amynodontidae), პრიმიტიული მარტორქების ამომწყდარი ოჯახი. ცხოვრობდნენ პალეოგენში (ეოცენი, ოლიგოცენი) ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ბინადრობდნენ ჭაობებში და მდინარეთა ნაპირებზე. სხეულის ზომითა და პროპორციებით წააგავდნენ ბეჰემოთს. ჰქონდათ მოკლე და მსხვილი (წინა ფეხებზე 4-4 თითო, უკანაზე 3-3), დიდი ქალა, მძლავრი ეშვები, რედუცირებული საჭრელები და მცირე ძირითადი კბილები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 394, თბ., 1975