ამილკარე ჩიპრიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ამილკარე ჩიპრიანი (დ. 18 ოქტომბერი, 1844, ანციო — გ. 2 მაისი, 1918, პარიზი) — იტალიელი რევოლუციონერი, სოციალისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იყო იტალიაში 1859-1860 წელს მიმდინარე რევოლუციის, ჯუზეპე გარიბალდის ლაშქრობის და კუნძულ კრეტაზე 1866-1869 წლების ანტიოსმალური აჯანყების მონაწილე. 1871 წელს იყო პარიზის კომუნის არმიის პოლკოვნიკი. პარიზის კომუნის დამხობის შემდეგ სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ მუდმივი კატორღით შეუცვალეს. 1881 წელს ამნისტიით გაათავისუფლეს. მონაწილეობდა მეორე ინტერნაციონალის ციურიხის (1893) და ლონდონის (1896) კონგრესების მუშაობაში. 1897 წელს მოხალისედ მონაწილეობდა საბერძნეთ-ოსმალეთის ომში საბერძნეთის მხარეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]