ამილახვრიანთ კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამილახვრიანთ კოშკიარქიტექტურული ძეგლი შიდა ქართლის ვაკეზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარშენის განაპირას, გორიდან 2 კილომეტრის მანძილზე, მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებულ ბექობზე. თარიღდება XVIII საუკუნის ბოლო პერიოდით. კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 10,5 მ), ნაგებია რიყის ქვით ქვით. კედლების შიდა პირზე ზოგან გამოყენებულია აგურიც. აგური გასდევს ზოლებად ფასადებსაც. კოშკს შესასვლელი მეორე სართულზე აქვს. პირველი სართული დამხმარე სათავსია. მეორე სართულის კედლების ფრაგმენტებში, კარის გარდა, ერთი სარკმელი და რამდენიმე სათოფური ჩანს. მესამე სართულის შემორჩენილ ნაწილში მხოლოდ ორი სათოფურია. კოშკის სართულშუა გადახურვა ჩანგრეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990 წ.