იასე ამილახვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ამილახვარი, იასე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამილახვარი.

იასე ამილახვარი (გ. 30 სექტემბერი, 1787) — ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე.

ცოლად ჰყავდა ქართლის მეფის იესეს ასული ხორეშანი. მიუხედავად ამისა, მხარს უჭერდა ერეკლე II-ს თავისი ცოლისძმის აბდულა-ბეგის წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთგულებისათვის ერეკლე მეფემ კახეთში მამულები უბოძა. 1754 წელს თამაზ ანდრონიკაშვილის გადაყენების შემდეგ, დროებით დანიშნეს ქიზიყის მოურავად. 1756 ქიზიყის მოურავობა კვლავ თამაზს დაუბრუნეს, ამილახვარი კი ქიზიყიდან გაიწვიეს და ქართლის სამეფო კარის სახლთუხუცესად დანიშნეა. ეკავა სარდლის სახელოც. 70-იან წლებში თავი გამოიჩინა ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]