ბარძიმ ამილახვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ამილახვარი, ბარძიმ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამილახვარი.

ბარძიმ (ქოიარ) თაყას ძე ამილახვარიქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI საუკუნის II ნახევარში, საამილახვროს უფროსი, პრო-ოსმალური დასის მეთაური.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იბრძოდა ქართლის მეფის სიმონ I-ის წინააღმდეგ და მხარს უჭერდა მის პოლიტიკურ მეტოქეს, კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს, რომელსაც ცოლად ჰყავდა ბარძიმის ასული თინათინი. სიმონ I-ის ირანში ტყვეობისას ავიწროებდა მეფის ოჯახს. 1573 წელს ელიზბარ ერითავთან ერთად თავს დაესხა სიმონ I-ის ცოლს. 1574 წელს ბარძიმ ამილახვარი დაეხმარა სიძეს, ალექსანდრე II-ს კახეთის ტახტის მოპოვებაში. 1577 წელს ის დაეხმარა მუსტაფა ლალა-ფაშას ქართლში ლაშქრობაში და ორი ციხე ააღებინა, მათ შორის გორის ციხე. სიმონ II-ის დაბრუნების შემდეგ, 1578 წელს, ამილახვარი დააპატიმრეს, ჩამოართვეს ამილახორობა და მამულების ნახევარი. შემდგომში პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოსცილდა. მან მისი მეორე ქალიშვილი ანა ცოლად ჰყავდა ქართლის მეფე ბაგრატ VII-ს

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]