ამიერკავკასიური მცურავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამიერკავკასიური მცურავი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  ანკარასებრნი
ქვეოჯახი:  მცურავები
გვარი:  Zamenis
სახეობა:  ამიერკავკასიური მცურავი
ლათინური სახელი
Zamenis hohenackeri (Strauch, 1873)
სინონიმები
სია
    • Coluber hohenackeri (Strauch, 1873)
    • Coluber hohenackeri (Boulenger, 1894)
    • Elaphe hohenackeri (Engelmann et al., 1993)
    • Elaphe hohenackeri (Schulz, 1996)
    • Zamenis hohenackeri (Utiger et al., 2002)
    • Zamenis hohenackeri (Venchi & Sindaco, 2006)
    • Zamenis hohenackeri taurica (Werner, 1898)
    • Coluber tauricus (Werner, 1898)
    • Elaphe hohenackeri taurica (Baran, 1978)
    • Zamenis hohenackeri tauricus (Sindaco et al., 2006)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 157251

ამიერკავკასიური მცურავი (ლათ. Zamenis hohenackeri) — უშხამო გველი ანკარასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ამიერკავკასიის ქვეყნებში. საქართველოში მისი არეალი მოიცავს თრიალეთის ქედს, კავკასიონის მთისწინეთს და, როგორც ჩანს, თვით კავკასიონსაც. ბინადრობს ქვიან, ქსეროფიტულ ფერდობებზე, მდინარეების ნაპირებზე, მეჩხერ ტყეებში. ძირითადად მეხეური ცხოველია. იკვებება მღრღნელებითა და ხვლიკებით. ივლისის დასაწყისში დებს 7-მდე კვერცხს. იშვიათი სახეობაა. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მუსხელიშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 128.